ხო:
არასწორია: შეურაძნყოფა, შეურაწყოფა, შეურაწყოპა, შეურაცხოპა.
სწორია: შეურაცხყოფა.
არასწორია: ვუთანაგრძნობ.
სწორია: თანავუგრძნობ.
არასწორია: ვიღაცეები და რაღაცეები.
სწორია: რაღაცები. და ვიღაცა/ვიღაც გამოიყენება მხოლოდ მხოლობითში.
არასწორია: დაკავებულ იქნა
სწორია: დააკავეს.
და საერთოდ, ვნებითი გვარის, ე.წ. ''პასივის'' გამოყენება ქართულ ენაში თითქმის ყოველთვის სტილისტურ შეცდომად შეიძლება ჩაითვალოს.
არასწორია: თეთრი ძაფით ნაკერი, საქმე იმაშია, იგულისხმება, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, წარმოადგენს საშიშროებას და ა.შ. სია გრძელია, კალკები და თანაც რუსული უთვალავი.
არასწორია: გეუბნები-თქო/გეუბნები-თქვა და ა.შ.
სწორია: გეუბნები-მეთქი.  რომ გაგიმარტივდეთ დამახსოვრება: მეთქი= მე ვთქვი; თქო= (მან) თქვა.
არასწორია: წყვიტავს, კრიფავს და ა.შ.
სწორია: წყვეტს, კრეფს.
არასწორია: სადაო, სათაო და ა.შ.
სწორია: სადავო, სათავო. მარტივად: დავა - სადავო; თავი - სათავო.
არასწორია: მჯერავს, მეჯერა და ა.შ.
სწორია: მჯერა, მჯეროდა.
არასწორია: ჯობია, სჯობია და ა.შ.
სწორია: სჯობს.
არასწორია: გამარჯობათ, გმადლობა, მადლობ, მადლობთ.
სწორია: გამარჯობა, გმადლობ, გმადლობთ, მადლობა.
არასწორია: უზავ.
სწორია: უზამ.
არასწორია: ალბად.
სწორია: ალბათ.
არასწორია: კარგათ, კეთილათ.
სწორია: კარგად, კეთილად.
არასწორია: უყვარვარ.
სწორია: ვუყვარვარ.
არასწორია: გაანალიზა.
სწორია: გააანალიზა. (ხო, სამი ა-თი.)
არასწორია: ''გააჩნიას'' გამოყენება დადებითში. ანუ: პრეზიდენტს გააჩნია შვიდი მილიონი. 
სწორია: მხოლოდდამხოლოდ უარყოფითში, ანუ: პრეზიდენტს სინდისი არ გააჩნია. ამასთანავე: სწორია ''გააჩნიას'' გამოყენება შემდგომ წინადადებაში: ''გააჩნია პრეზიდენტს მხარს დაუჭერენ თუ არა.
არასწორია: გაეხვია/გაეხვივა:
სწორია: გაეხვა.
არასწორია: შენ მანქანაში.
სწორია: შენს მანქანაში.
არასწორია: ჩემის აზრით.
სწორია: ჩემი აზრით.
და ეს დედამო**ნული, ვინ მოგატყუათ, ის მაინც მითხარით? ვინ?! რა უბედურებაა ეს ''დანაშაულებები?'' აი, როგორ მიხვედით დანაშაულებებამდე?!
არასწორია: დანაშაულებები.
სწორია: დანაშაულები. და ესეც ძალიან ცუდად ხვდება ყურს. თქვით უამრავი დანაშაული, ურიცხვი, ბევრი, ზღვა, ქვიშა და ა.შ.პ.ს. საგულისხმოა, რომ ყველა ზემოთ მოყვანილ შეცდომას ყველაზე ხშირად უშვებენ ენა-მამული-სარწმუნოება-მამულიშვილ-ჩოხოსნები.
და დაკვირვებული ვარ, ამ ფორუმზე ყველაზე ხშირად რუსულ კალკს ნაც-იუზერები იყენებენ. კარგ ტონად ითვლება, სავარაუდოდ, და უფრო დამაჯერებელ ტონს აძლევს. არ ვიცი. 
მოკლედ, დიდი იმედი მაქვს, რომ გაითვალისწინებთ.
შეგიძლიათ, მთელი პოსტი ფეხებზე დაიკიდოთ, მაგრამ ''დანაშაულებები'' მაინც აღარ დაწეროთ, რა.
მაგრად ტეხავს.
ძალიან.
Kandinskaiaმადლობა.  
 Kandinskaia
Kandinskaiaსაბედნიეროდ, აკაკი შანიძე სანამ უფალს მიებარებოდა, შეცვალა ეგ ამბავი.  
 
 აი, მინახავხარ დღემდე რომ სწორი ფორმაა, ეგ უნდა მოვკითხოთ ენის პალატას, რომელიც არ არსებობს. მე მგონი, ბიძინას მერე დაიძრა ყინული, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული.
gimmelleხო, კარგი გამახსენე. 
არასწორია: თქვენს მიერ, შენს მიერ, ჩემს მიერ.
სწორია: თქვენ მიერ, შენ მიერ, ჩემ მიერ. 
This post has been edited by Walter on 16 Jul 2013, 01:17