„თავისუფლების კლუბი“ (Club Of Liberty) გიწვევთ თავისუფლების ბანაკში, თემაზე: “განათლებული მოქალაქე”.
"თავისუფლების ბანაკი" გაიმართება ბაზალეთის ტრენინგ ცენტრში. თარიღი: 8-13 აგვისტო, 2013. ხანგრძლივობა 5 დღე.
მომხსენებლები იქნებიან გამოცდილი ექსპერტები და მოაზროვნეები, როგორიცაა: ზურაბ ჯაფარიძე, გიორგი კეკელიძე, თომა ჩაგელიშვილი, ვატო ლეჟავა, დავით დარჩიაშვილი, ლევან რამიშვილი, ვახტანგ მეგრელიშვილი, ნათია სამუშია და სხვები.
ხუთი დღის განმავლობაში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ კომპეტენტური პირებისგან მოისმინონ ლექციები. მომხსენებლები ისაუბრებენ, ისეთ აქტუალურ და საინტერესო თემებზე, როგორიცაა თავისუფლების იდეა და მისი როლი საზოგადოების განვითარებაში; ისაუბრებენ ეკონომიკურ თავისუფლებაზე, ევროინტეგრაციის მნიშვნელობაზე, საქართველოს როლზე მსოფლიო პოლიტიკაში, ადამიანის უფლებებზე საქართველოში;
სალექციო თემები:
– თავისუფლების იდეა;
– ეკონომიკა და მთავრობა;
– ეროვნული ბანკი და მონეტარული პოლიტიკა;
– ფინანსური სექტორი ბოლო 20 წლის მანძილზე;
– კანონის უზენაესობა;
– უმცირესობები საქართველოში;
– შრომის კოდექსი;
– მეცხრამეტე საუკუნის თავისუფალი მოაზროვნეები საქართველოში;
– დამოუკიდებელი საქართველო 1917-1921 წლებში;
– საბჭოთა კავშირის გავლენა ქართულ კულტურაზე;
– 1990-იანი წლების საქართველო, ალტერნატიული მომავალი;
– პროდასავლური კურსის მნიშვნელობა საქართველოსთვის;
– აშშ და მისი როლი მსოფლიოში;
ბანაკის მონაწილეებს საშუალება ექნებათ, არა მხოლოდ მოისმინონ ინფორმაცია, არამედ ჩაერთონ დისკუსიებში და მათთვის საინტერესო კითხვებზე, მიიღონ კომპეტენტური პასუხები. გარდა დისკუსიებისა, "თავისუფლების კლუბი" მონაწილეებს სთავაზობს დებატებს აღნიშნულ თემებზე და შემეცნებით–გასართობ აქტივობებს, რომლის მეშვეობითაც, მონაწილეები თეორიულად მიღებულ ცოდნას პრაქტიკაში განახორციელებენ.
ბანაკის ღირებულება - 200 ლარი.
მონაწილეები რეგიონებიდან გასაუბრებას გაივლიან skype-ს მეშვეობით.
თავისუფლების ბანაკის ყველა მონაწილეს გადაეცემათ სერტიფიკატები.
ბანაკში მოსახვედრად საჭიროა დარეგისტრირდეთ და შემდგომ გაიაროთ შესარჩევი ეტაპი (გასაუბრება).
ბანაკში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 3 აგვისტო, 2013. ხოლო გასაუბრება გაიმართება თავისუფლების კლუბის ოფისში 5 აგვისტოს.
სარეგისტრაციო ფორმა:
https://docs.google.com/forms/d/1gPHhElWffp...tSubgI/viewformდამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
მობ: 599 95 64 26 საბა ჯაჯანიძე
ელ. ფოსტა: info@clubofliberty.org
ვებ–გვერდი: www.clubofliberty.org
მისამართი: დ.აღმაშენებელი, 89/24
გისურვებთ წარმატებას!
clubofliberty.org
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)