ჩახალიანი ახალქალაქის გამგებლად მისი კანდიდატურის განხილვას არ უარყოფს
16 ივლისი 15:38
117
პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული, საზოგადოება "ერთიანი ჯავახკის" ლიდერის ვაჰაგან ჩახალიანის კანდიდატურა ახალქალაქის გამგებლის თანამდებობაზე განიხილება. როგორც ჩახალიანი ინტერნეტგამოცემა "სამხრეთის კარიბჭესთან" ინტერვიუში განაცხადა, მისი კანდიდატურის წამოყენების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.
"ჩემთვის ამ გადაწყვეტილების მიღება ძალიან ძნელი იქნება. ჩემს შემთხვევაში ეს იქნება არა წინ, არამედ უკან გადადგმული ნაბიჯი, ერთმნიშვნელოვნად. დემოკრატიაზეა ლაპარაკი, სინამდვილეში კი ამ ხალხს თბილისიდან ნიშნავენ. გამგებლის პოსტზე კანდიდატებს შორის ახლობელი ადამიანებიც არიან და ნათესავებიც. ვიმეორებ, საქმე აქ მოვლენაშია. მერაბიშვილმა თავის განცხადებაში დავით რსტაკიანის სახელი ახსენა. ამით დაამტკიცა ჩემი სიტყვების სიმართლე, რომ საკრებულოს შემადგენლობას არჩევნებამდეც თბილისში წყვეტდნენ. ყველაფერს ისინი წყვეტდნენ. ნათელია, რა საშინელია ეს პოლიტიკა, საკუთარი თანამოქალაქეების წინააღმდეგ მიმართული. თანამდებობისკენ არასდროს ვისწრაფვოდი და არც ახლა მინდა. თუ ამ ნაბიჯს გადავდგამ, ამას ჯავახეთში მცხოვრები ეთნიკური სომხების ინტერესებიდან გამომდინარე გავაკეთებ", - აცხადებს ჩახალიანი.
http://news.ge/ge/news/story/59712-chakhal...lvas-ar-uaryofs