"სასულიერო პირს შეუძლია, პროტესტი ასე გამოთქვას, მე კი ეს ჩემი რეპით გავაკეთე."
გიორგი პავლიაშვილი, იგივე რეპერი "მასტერი"
- საერთოდ, საქართველოში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებზე რას ფიქრობთ? თუნდაც, 17 მაისის შესახებ, რაზეც კლიპი გადაიღეთ...
- ეს არის რეპ-პროტესტი გეი-პარადის წინააღმდეგ. არავის სექსუალური ორინტაციის აფიშირების მომხრე არ ვარ. მათ შეუძლიათ, სადაც უნდათ, იქ იყვნენ და რაც უნდათ, ის გააკეთონ, მათ მიმართ არანაირი აგრესია არ მაქვს.
ზოგადად, ქართულ რეპს კარგად არ შევაფასებდი. თუმცა, მაგალითად, ბერა ძალიან ნიჭიერია, თან პროფესიონალებთან მუშაობს და მაღალი ხარისხის პროდუქციას აკეთებს. აგრეთვე ჯერონიმო, ჩვენი ძმა, მას აუცილებლად უნდა გავუსვათ ხაზი. მისი სიმღერების მანქანაში მოსმენა არასდროს "გამიტყდება". ვინც კარგია, იმაზე ვისაუბროთ, მაგალითად ძვალი, რომელიც თავის საქმეს შესანიშნავად ასრულებს.
თუ გარეთ ლუდის დალევა მინდა, მე მგონი, პრობლემა არ უნდა იყოს. პრინციპში, გააჩნია, ყველაფერს უნდა მივცეთ ჩარჩო, რომ რაღაცებში ევროპას დავემსგავსოთ. ისიც არ შეიძლება, რომ შუა ქუჩაში 2-ლიტრიანი გადმოდგა, დალიო და მეზობლები შეაწუხო. ისე, თუ არავის აწუხებ და მეზობლებსაც ასმევ, რა პრობლემაა?
- თქვენ ლგბტ-ს მიმართ პროტესტს გამოთქვამთ. თქვენი აზრით, სასულიერო პირმა მკაცრი ფორმებით უნდა გამოთქვას პროტესტი?
- როცა საჭიროა, შენი სარწმუნოება და ტრადიციები დაიცვა, ჩემი აზრით, სასულიერო პირს შეუძლია, პროტესტი გამოთქვას. მე ეს ჩემი რეპით გავაკეთე.
http://www.kvirispalitra.ge/public/17949-q...gavaketheq.html