საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატის გამოსავლენ პრაიმერში მონაწილეთაგან უმეტესობა მისი ყოფილი გუნდის წევრები არიან.
როგორც შევარდნაძემ გაზეთ „ასავალ–დასავალისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, „სირცხვილია „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა თუნდაც ერთი ამომრჩევლის ხმა მიიღოს“.
„ნაციონალური მოძრაობის“ პრაიმერის მონაწილეებიდან – გია ბარამიძე, დავით ბაქრაძე, შოთა მალაშხია და ზურაბ ჯაფარიძე, თითქმის ისევ ყველა ჩემი გუნდიდანაა. ისე, იქნებ მეც ჩავერთო ამ პროცესში?! ხომ გაგიგიათ ხალხური სიბრძნე – ბებერი ხარისა რქებიც ხნავენო. სხვა დანარჩენს თავი რომ დავანებოთ, გია ბარამიძის გამკვირვებია, რა ისეთი საამაყო წარსული აქვს, რომ საქართველოს პრეზიდენტობა სურს?! სირცხვილია „ნაციონალური მოძრაობის“ რომელიმე კანდიდატმა თუნდაც ერთი ხმა მიიღოს,“– განაცხადა ედუარდ შევარდნაძემ.
- See more at:
http://frontnews.ge/ge/news/1201#sthash.Pw...n.jTjSYR0y.dpufSPLIYVI ამას გვიმალავდი?