მოდით მარტივი კითხვა დავსვათ,
რა უნდა მოხდეს, რომ რუსეთმა უარი თქვას მიტაცებული ქართული ტერიტორიების აღიარებაზე?
ის, რომ ამის გაკეთებას მას ნატო, გაერო, ან ევროკავშირი აიძულებს, დამეთანხმებით, რომ გულუბრყვილობაა.
განჭვრეტდ მომავალში რუსეთის დაშლაზე ფიქრიც, უტოპიაა,
ამ საუკუნეში რუსეთის ტერიტორიაზე მეტეორის დაცემის გეგმაც, სამწუხაროდ, შესრულებულია...
მაშინ რა გამოდის?
ნუთუ შეკითხვას უარყოფითი პასუხი უნდა გაეცეს?
მოითმინეთ.
ცოტას კიდევ წავიფართხალებ.
რუსეთმა, რომ აღიარება უკან წაიღოს, ჩემი აზრით, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მოსახლეობამ თავად უნდა მოითხოვოს დანარჩენ საქართველოსთან ერთად ცხოვრება.
აქ მაინცა და მაინც, დიდი მნიშვნელობა აღარ ექნება ასეთი სურვილი მათ საკუთრივ აღეძრებათ თუ რუსები აღუძრავენ, თუმცა პირველი ვარიანტი აპრიორი ჯობს, მაგრამ არც მეორე ვარიანტია მთლად წყლში გადასაგდები, ასეთ შემთხვევაში, რუსეთი რატომღაც ჩვენი მოკავშირე გამოდის.
გავყვეთ შეკითხვების დინამიკას.
და როდის შეიძლება აფხაზებსა და სამხერთელ ოსებს საქართველოს გაერთიანებულ სახელმწიფოში ცხოვრება მოუნდეთ?
პასუხი ცალსახაა, როცა რუსეთი მათ ზურგს აქცევს, ანუ ამ ტერიტორიებისადმი ინტერესს დაკარგავს.
ახლა ვიკითხოთ, რა შემთხვევაში შეიძლება რუსეთმა მათ ზურგი აქციოს?
აქ უკვე გავიჭედე, რადგან არა ვარ დარწმუნებული, რომ საქართველო ევრაზიის კავშირში რომც გაწევრიანდეს რუსეთმა მის ხელში არსებული თბილისზე ზემოქმედების 2 ბერკეტი ხელიდან ოდესმე გაუშვას.
მოკლეთ თუ შეძლებთ ბოლო კითხვაზე მიპასუხეთ და ყველა ზემოდ დასმულ კითხვას პასუხი დომინოს პრინციპით გაეცემა.
It’s nice to be important, but it’s more important to be nice...