ხმას კი არა, რას არ მივცემ, რო მთხოვოს.
თქვენ შეხვდით ე.წ. "უეინ ენტერპრაიზის" და რას ალ გულის წარმომადგენლებს, რა განიხილებოდა ამ შეხვედრაზე?
- როგორც მოგახსენეთ, განვიხილავთ მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას, ხოლო ამ ორგანიზაციის წარმომადგენლების პოზიცია ემყარება თეოკრატიის პრინციპების განხილვას. საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრა იყო, საინტერესო ჯგუფია და საინტერესო ხედვები აქვთ.
- რას ალ გული ამერიკული კომიქსის - "ბეტმენის" ერთ-ერთი პერსონაჟია, "უეინ ენტერპრაიზი" კი კომპანია. ეს ხუმრობაა?
- თუ გსურთ, მოიძიეთ მათ შესახებ ინფორმაცია. შემიძლია გითხრათ, რა თემაზე გვქონდა საუბარი - ეს იყო მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება და ამაში არაფერია სახუმარო.
- თქვენი ტელეფონის ნომერი სამ ექვსიანს შეიცავს, ეს ნეგატიურ ფონს ხომ არ შეგიქმნით?
- სამი ექვსიანის თემატიკა მაშინ არის საინტერესო, როდესაც ექვსიანები ერთმანეთის გვერდითაა, სხვანაირად სახიფათო არ არის. ღმერთმა თავის ხატი და მსგავსი მეექვსე დღეს შექმნა. იქვე მითითებულია, რომ ღმერთმა ადამიანი დედაკაცად და მამაკაცად შექმნა, მაშასადამე, თუ ავიღებთ მეექვსე დღეს (ეს ერთი ექვსი) და დედაკაცს და მამაკაცს - თითოეული ხომ თავისი ექვსიანის მატარებელია, გამოდის, მეექვსე დღეს შექმნილი ადამიანი, ციფრების სახით სამი ექვსიანით გამოისახება. გარდა ამისა, ქართულ ანბანში მეექვსე ასო-ბგერაა "ვინ", კითხვა ვინ კი დაესმის მხოლოდ ადამიანს. ძველ აღთქმაში სოლომონ ბრძენს დაწესებული აქვს 666 დინარი ოქრო ყოველწლიურ შემოსავლად. გამოცხადებაში წერია, რომ ეს არის რიცხვი კაცისა და შემდეგ ეშმაკი ეპოტინება ამ სიწმინდეს.
http://www.kvirispalitra.ge/politic/17955-...eqskluzivi.html