დალტონიკი ვარ.
ვერ ვარჩევ ფერებს,
გამომდინარე, ვერ ვარჩევ მცენარეებს,
ვერ ვარჩევ დღეს და ღამეს, ხომ ხედავთ ღამის თემა შუადღეზე გავხსენი

და რატომ არ არის ჩვენს ქვეყანაში (და როგორც ვაკვირდები მთელ მსოფლიოში) დალტონიკების უფლებები.
არსებობს ათასობით სხვადასხვა უფლებების დამცველი საზოგადოებები, არის ისეთი რაღაცეები რომელშიც სახელმწიფოს აქვს უფლებების დაცვა აღებული თავის თავზე. აქეთ, ინვალიდებისო, ც-ჰეპატიტიო, დიაბეტიკებიო, ნარკომანებიო, ლგბტეებიო და რავიცი რა უფლებებს არ იცავენ. უმეტეს შემთხვევაში ფულს ღუნავენ მაგრამ ყველას დაცვის საზოგადოებები არსებობს და ჩვენი არა.
დაცვას ვინ ჩივის, პირიქით დისკრიმინაციული კანონებია. კერძოდ მართვის მოწმობება. იმის მაგივრად რომ, რაც საგზაო ნიშნებში და შუქნიშნებში ფერებით არის განსაზღვრული, გაუკეთდეს სხვა აღმნიშვნელი ნიშნები, პირიქით დალტონიკებს არ აძლევენ მართვის მოწმობას და მორჩა. ვინმე შეიწუხებს თავს?
ტელევიზიაში, ასევე რეკლამებში და ჟურნალ გაზთებში გამოყენებულია ფერები ინფორმაციის მოწოდებისთვის და არავინ არ ფიქრობს დალტონიკებისთვის ალტერნატიული ინფორმაციის მოწოდებაზე, ამ დროს, მაგალითად ყრუებისთვის, ან ბრმებისთვის სპეციალური ზომებია ხოლმე მიღებული.
უამრავ საიტებზე მითითებულია ინფორმაცია ფერების მიხედვით, მაგალითისთვის ყველაზე თვალშისაცემი გაფრთხილებები, ან აკრძალვები, ან "იხილე ამადაამ ფერის ტექსტი", ვის ახსოვს დალტონიკები?
ან უნდა გამოაცხადოს სახელმწიფომ რომ ავადმყოფობაა დალტონიზმი, და დაიცვას ავადმყოფები, ან უნდა გამოაცხადოს რომ ავადმყოფობა არ არის მაგრამ ჩვენიუფლებები დაცული უნდა იყოს.
თუ ვხუმრობდე არაკაცი ვიყო. ინფორმაციის მიღებისას, ჩემი დროის 20-30 % -ს ვხარჯავ იმაზე რაზეც არადალტონიკი არ დახარჯავდა.