ცოტა განიტვირთეთ და გამხიარულდით, არ შეიძლება ამდენი დაძაბულობა
ჩვენს ჟურნალისტებს რო ახასიათებთ გამონათებები და "ჟურნალისტიკაში" რო გადავარდებიან ხოლმე ეს არაა ახალი, მაგრამ გაზეთმა "რეზონანსმა" ამ დილით ძალიან გამამხიარულა და მინდა თქვენც გაგიზიაროთ ეს განწყობა
დღევანდელი გაზეთი, 2015 წლის 31 ოქტომბერი. მე-14 გვერდი.
მშვენიერი რუბრიკაა, "გართობა" და ამ დროს თვალში მომხვდა ამ სახალისო რუბრიკის სათაური
"საშინელი ბუნებრივი კატასტროფები, რომლებიც უახლოეს მომავალში მოხდება" ... ??? !!!! .... რაააა ???
გართობა და კატასტროფები ???
თან იქვე სურათია დატანებული, ცუნამი ფუკუსიმას სიახლოვეს და როგორ მოაქვს ტალღას ავტომობილები.
აი თურმე რითი ერთობა "რეზონანსის რედაქცია. მაგარი გასართობია (გავიფიქრე)

ეხლა ვნახოთ თვითონ ამ "სახალისო" სტატიაში რა წერია ?!

ე.ი. ზღვის დონე აწეულა 0.3 კილომეტრით (ანუ 300 მეტრით), რაც თავის მხრივ 3-ჯერ მაღალია დედამიწის ნებისმიერ წერტილთან შედარებითო !!! ???????
ჯერ ოკეანის დონე 300 მეტრით რო აიწევს (ეს ხო სრული კატასტროფაა) და ეს დედამიწის ნებისმიერ წეტილზე სამჯერ მაღალი რო იქნება ...
მერე შემდეგ წინადადებაში ვკითხულობთ, რომ 35 წელიწადში ზღვის დოე აიწევს 79 სანტიმეტრით აიწევსო (ეს რეალობასთან ახლოსაა).
ეხლა, რედაქტორი დაბოლილი იყო თუ პახმელიაზე, ვერ გეტყვით, რას გულისხმობდა და რისი თქმმა უნდოდა ამ სტატიით იმასაც ვერ გეტყვით, მაგრამ ერთი ფაქტია სამჯერ გადავიკითხე ეს აბზაცი, თვალებში "შაშუ ბეში" ხო არ მაქვსთქო, მაგრამ თურმე არ შეცდნენ თვალები. (თქვენი არ ვიცი და მე) ნამდვილად ვიმხიარულე და რუბრიკის სათაური ამ შემთხვევაში გამართლებულად ჩავთვალე
This post has been edited by spider77 on 31 Oct 2015, 11:42