ცხინვალის ომის იდეოლოგი, გორში, ქართველებს სკაიპით მიმართავს
18:03 18.07.2013
ევრაზიულ კავშირში საქართველოს გაწევრიანების საკითხზე იმსჯელებენ ხვალ გორში, სასტუმრო ,,ვიქტორიაში", სადაც სკაიპით საკუთარ მიმართვას კრემლის მთავარი იდეოლოგი ალექსანდრე დუგინი გააკეთებს.
ღონისძიების დამსწრე საზოგადოებას და მედიის წარმომადგენლებს ორგანიზატორები გააცნობენ უშიშროების ყოფილი მინისტრის ვალერი ხაბურძანიას წერილობით მიმართვას.
მრგვალი მაგიდის მონაწილეები არიან ,,ერეკლე მეორის საზოგადოების" თავმჯდომარე არჩილ ჭყოიძე, საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი პეტრე მამრაძე, მწერალთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე და ორგანიზაცია ,,ევრაზიული არჩევანი - საქართველო" თავმჯდომარე ბაღათერ არაბული, ასევე გივი სომხიშვილი, ტატო ლასხიშვილი და სხვ.
დუგინის გარდა შეხვედრაზე სკაიპის მეშვეობით მონაწილეობას მიიღებენ მოსკოვისა და ცხინვალის წარმომადგენლებიც: რომან შკოლინი - რუსეთის ახალგაზრდული საზოგადოებრივი პალატის წევრი, ევრაზიული ახალგაზრდული პარლამენტის საინიციატივო ჯგუფის წევრი(მოსკოვი); სემიონ ურალოვი - მთავარი რედაქტორი "ოდნაკო, ევრაზია" (ცხინვალი); ოლეგ ნოგინსკი - ასოციაციის "საბაჟო კავშირის მიმწოდებლები" თავმჯდომარე (კიევი); სამონკინი იური – სამოქალაქო ორგანიზაციის "მოლოტ პრავდი" საგარეო საქმეთა და საერთაშორისო პარტნიორობის დეპარტამენტის დირექტორი. "ეკატერინბურგ–ასტანას ახალგაზრდობის ევრაზიულ ეკონომიკურ ფორუმთან" არსებული ევრაზიული ახალგაზრდული პარლამენტის მოდელის გამარჯვებული.
შეხვედრა ხვალ გორის სასტუმრო "ვიქტორიაში" 13 საათზე გაიმართება.
http://www.newposts.ge/politika/16574-cxinvalis-omis.html