http://analitikosi.ucoz.com/giorgichakhaia31.pdfუპოვრებზე მზრუნველი ფინანსთა მინისტრი და ფინანსთა სამინისტროში 1770 ლარად შესყიდული მობილური ტელეფონი (მასალაში გამოყენებული ყველა მონაცემი მოპოვებულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის ვებ-გვერდ spa.gov.ge-დან და შესაბამისად წარმოადგენს ოფიციალურ მონაცემებს)
დასაწყისშივე მინდა მოგახსენოთ რომ, მასალის სათაურში მინიშნება გავაკეთე ფინანსთა სამინისტროზე და მინისტრ ნოდარ ხადურზე, ვინაიდან 2013 წლის იანვარში ჩატარებული „ალილოს მსვლელობის“ დროს მას ეკუთვნის შემდეგი სიტყვები: „მე ჩემი ოჯახის წევრები და მთელი საქართველო დღეს ქუჩაში ვართ იმისთვის, რათა ჩვენი სითბო, პატარა დოვლათი გავუზიაროთ უპოვართ, მოხუცებს, ბავშვებს. მინდა ყველას მოვუწოდო დღევანდელი დღე გამოიყენონ სათნოებისთვის და სიკეთისთვის“, თორემ ეს მასალა ეხება ყველა სამინისტროს და შესაბამისად ყველა მინისტრს და სხვა სამინისტროების მიერ შესყიდული მობილური აპარატის საცალო ღირებულება, ზოგჯერ აღემატება კიდეც ფინანსთა სამინისტროს მიერ Samsung I 9300-ში გადახდილ 1770 ლარს.
2013 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 11 ივლისამდე მობილური ტელეფონის აპარატების შესყიდვა ახალი ხელისუფლების მიერ „კონტროლირებად“ საჯარო დაწესებულებებში.1. ფინანსთა სამინისტროს სისტემაფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატი
- Apple I Phone5 64 Black – 1ც. - ერთეულის ღირებულება 1770 ლარი.
შემოსავლების სამსახური
- Samsung I 9300 Onyx Black – 1 ც. - ერთეულის ღირებულება 1100 ლარი
- Apple I Phone4S 16Gb – 2 ც. - ერთეულის ღირებულება 1195 ლარი
- Samsung I 9300 Galaxy S3 Black – 1 ც. - ერთეულის ღირებულება 1100 ლარი
- Apple I Phone4S 16Gb – 1 ც. - ერთეულის ღირებულება 1200 ლარი
- Samsung I 9300 Galaxy S III 16 GB – 1 ც. - ერთეულის ღირებულება 1100 ლარი
2. იუსტიციის სამინისტროს სისტემაიუსტიციის სამინისტროს ცენტრალური აპარატი
- სმარტფონი Samsung 19500 Galaxy S4 Black – 2 ც. - ერთეულის ღირებულება 1233 ლარი
- BlackBerry 9900 Bold – 1 ც. - ერთეულის ღირებულება 1113 ლარი
3. ენერგეტიკის სამინისტროს სისტემასს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა
- Apple I Phone5 16Gb Black – 1ც. - ერთეულის ღირებულება 1416 ლარი.
- Apple I Phone5 64 Gb Black (კომპლექტი სილიკონის შალითით და ეკრანის დამცავით) – 1ც. - ერთეულის ღირებულება 1907.82 ლარი.
4. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემასამინისტროს ცენტრალური აპარატი
- Samsung Galaxy Note II (N7100) 16 Gb Black – 1 ც. - ერთეულის ღირებულება 1200 ლარი
5. შსს სისტემასამინისტროს ცენტრალური აპარატი
- Apple I Phone4S 16Gb Black – 25ც. - ერთეულის ღირებულება 1114 ლარი.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი
- Apple I Phone4S 16Gb Black – 8ც. - ერთეულის ღირებულება 1129 ლარი.
- Apple I Phone5 16 GB Black – 1ც. - ერთეულის ღირებულება 1305 ლარი.
დაცვის პოლიციის დეპარტამენტი
- Apple I Phone4S 16Gb Black – 3ც. - ერთეულის ღირებულება 1163 ლარი.
ქალაქ თბილისის მთავარი სამმართველო
Samsung N7100 – 2 ც. - ერთეულის ღირებულება 1120 ლარი
სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტო
- Apple I Phone4S 16Gb Black – 2ც. - ერთეულის ღირებულება 1149 ლარი
- Apple I Phone4S 16Gb Black – 2ც. - ერთეულის ღირებულება 1109 ლარი
სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრი
- Samsung Galaxy Note II (N7100) Titan Gray – 1 ც. - ერთეულის ღირებულება 1160 ლარი
- Apple I Phone4S 16Gb Black – 1ც. - ერთეულის ღირებულება 1144 ლარი
6. საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემასამინისტროს ცენტრალური აპარატი
- Samsung I 9300 Galaxy S III – 1 ც. - ერთეულის ღირებულება 1000 ლარი
- Samsung I 9300 Galaxy S III – 1 ც. - ერთეულის ღირებულება 1030 ლარი
7. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სისტემასამინისტროს ცენტრალური აპარატი
- Apple I Phone5 16 GB – 2ც. - ერთეულის ღირებულება 1354 ლარი.
8. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს სისტემასამინისტროს ცენტრალური აპარატი
- Apple I Phone4S 16Gb Black – 1ც. - ერთეულის ღირებულება 1150 ლარი
- Apple I Phone5 16 GB White – 1ც. - ერთეულის ღირებულება 1389 ლარი.
ავტორის შენიშვნა: ზოგიერთი პიროვნება, რომელიც ამ მასალასთან დაკავშირებით გამოხატავს საკუთარ მოსაზრებას რომ, მობილური ტელეფონის აპარატებიდან დაზოგილი თანხა მაინც ვერ მოაგვარებდა სოციალურ პრობლემებს და ა.შ; მათ მსურს გადავცე საკუთარი სუბიექტური მოსაზრება და იმედია მომავალში გაითვალისწინებენ:
მობილური ტელეფონის აპარატების შესყიდვიდან თუ წელიწადში ჯამურად დაიზოგება დავუშვათ 100 000 ლარი, თუ საოფისე ავეჯის შესყიდვიდან წელიწადში ჯამურად დაიზოგება 1 000 000 ლარი, თუ ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეძენიდან წელიწადში დაიზოგება 10 000 000 ლარი და ა.შ. ჩემო მეგობრებო, დამიჯერეთ რომ, ამ თანხებით მნიშვნელოვნად მოგვარდება საქართველოს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ყველა თუ არა, ბევრი სოციალური პრობლემა.
გიორგი ჩახაიაპ.ს. ზემოთ მოყვანილ მონაცემებში ასახული მხოლოდ 1000 ლარი და მეტი ღირებულების მობილური აპარატის შესყიდვები.