მოკლედ ასეთი სიტვაციაა:
პროექტი ნახევრად სოციოლოგიურია, რადგანაც დასაქმებულები მყვანან 40% უნარშეზღუდულები და კიდევ ვაპირებ აყვანას. პროექტის თავი და მიზანი ისინი არიან, რადგანაც ოჯახის წევრი მყავს უნარშეზღუდული და ვიცი როგორი გაძევებულები არიან საზოგადოებისგან, მით უფრო დასაქმებაში. თუმცა ბიზნესის გარეშე ეს პროექტრი ვერ იცოცხლებს და ამიტომაც მივაბი ბიზნესს. (სხვათაშორის გამაოცა, ისე კარგად შეირწყვნენ ერთმანეთში ) სხვა ბიზნესმენებსაც ვურჩევდი იგივეს!
იჯარით ვარ შესული და დაკავებული მაქვს მიწა 5 წლიანი კონტრაქტით.
ახალი დაქოქილია ეს საქმე. 2 თვის, ცოტა მეტი. ჯერ მხოლოდ 2 ბოქსია გამართული, და შემოსავალი 350-400 ლარი, გარდა დასაქმებულებზე გაცემულისა. ანუ მოგება. ამ მოგების ნაწილსაც სხვა უნარშეზღუდულებს ვახმარ. ნაწილით ბიზნესს ვაძლიერებ.
საჭიროებს კიდევ "ჯერჯორობით" სამრეცხაოს და 4 ბოქსის გამართვა, კომპიუტერული ტექნიკის და დანადგარების შეძენაც.
მინდა 5000$ აღება. ნაწილი თანხა მეც მაქვს.
რომელი ბანკიან ან საფინანსო ინსტიტუტი ამომიდგება გვერდში? მომცეს სესხი დაბალი პროცენტით. ანუ ნორმალური ზრდილობიანი პირობებით.
ან/და
ასევე მინდა ამ ადგილის გაფართოებით შესყიდვა. სულ ფართობი 700 კვ.მ
მიწას ვყიდულობ 30 000$. ინფრასტრუქრუტის განვითარებისთვის და უკვე დაქოქილი ბიზნესის მაგრად გასაქაჩად კიდევ 15 000$ ანუ 45000-მაქს.50 000$.
მიწა კარგ ადგილზეა.
რომელი ბანკიან ან საფინანსო ინსტიტუტი მომეხმარება?
ბანკებში გავხსენი თემა, მაგრამ ასე მეგონა პანაშვიდზე მოვხვდი
ძალიან გთხოვთ გამიზიაროთ თქვენი გამოცდილება და მოსაზრებანი
ნებიზმიერი ინფორმაცია, რაც დამეხმარება ან არ დამეხმარება.
უღრმესი მადოლბა ყველას წინასწარ!
This post has been edited by kush on 19 Jul 2013, 16:21
კატალიზატორი გამოყარე, თუ თავიდანვე ბოლავდი შეჩემა?!.... :D