ამ თემაში ორ მონათესავე საკითხს შევეხები:
– რამდენად მართებულია როცა ამბობენ რომ ჩვენი მთავარი მიზანი, რუსეთთან ურთიერთობაში, არის ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია.
– რა კომპრომისზე შეიძლება წავიდეს საქართველო რუსეთთან საკუთარი, მთავარი, მიზნის მისაღწევად.
დეოკუპაცია, თავისთავად, არ არის და არ შეიძლება ჩაითვალოს ჩვენს მთავარ მიზნად რუსეთთან ურთიერთობაში, რადგან მთავარი ზიანი რაც საქართველოს მიადგა რუსეთ–საქართველოს ომის შემდეგ არა მისი ტერიტორიების ოკუპაცია, არამედ მათი სახელმწიფოებად აღიარებაა.
თეორიულად შესაძლოა რუსეთის ჯარებმა დატოვონ ოკუპირებული ტერიტორიები, ანუ ტექნიკურად მოახდინონ „დეოკუპაცია“, თუ რუსეთი ამ ტერიტორიების დაცვას უზრუნველყოფს სხვა საშუალებებით: თავდაუსხმელობის ხელშეკრულებით თბილისსა და სოხუმ–ცხინვალს შორის, ან თბილისსა და სხვა ქალაქებზე დამიზნებული რაკეტებით, ან ლოიალური მთავრობით თბილისში, ან ამ კომპონენტების კომბინაციით – მაგრამ ამავე დროს ეს ტერიტორიები დარჩებიან დამოუკიდებელ სახელმწიფოებად... ეს კი საქართველოს ინტერესებს ვერ დააკმაყოფილებს.
ამიტომ მთავარი მიზანი არის არა „დეოკუპაცია“ არამედ რუსული აღიარების გაუქმება – „დეაღიარება“, თუ გნებავთ

– დანარჩენი არის მეორე და ა.შ. ხარისხოვანი მიზანი...
რუსეთის მხრიდან აღიარების გაუქმება ძალზე რთული ამოცანაა – ამისათვის რუსეთის, მორიგი, დიდი მარცხი შეიძლება იყოს აუცილებელი.
მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, საქართველოს უნდა ჰქონდეს გაცნობირებული თუ რა კომპრომისებზე შეუძლია მას წასვლა საკუთარი მიზნის მისაღწევად. წლის დასაწყისში, ერთ–ერთ თემაში შევეცადე ჩამომეყალიბებინა ამგვარი კომპრომისის სქემა, რომელსაც პირობითად შეიძლება დავარქვათ „სუვერენიტეტის ნაწილობრივ–დროებითი შეზღუდვის“ კონცეფცია:
– საქართველო და რუსეთი, საერთაშორისო მოთამაშეების (ნატო, აშშ, ევროკავშირი, გაერო) მონაწილეობით, თანხმდებიან რომ:
1. საქართველო ყალიბდება ფედერაციულ სახელმწიფოდ - აფხაზეთი ხდება ფედერაციის სუბიექტი, ცხინვალის რეგიონი ხდება საქართველოს ნაწილი ავტონომიური სტატუსის გარეშე.
2. რეინტეგრაციის პერიოდში, ახლად მიერთებულ ტერიტორიებზე იქნება საერთაშორისო მმართველობა, განლაგდება საერთაშორისო პოლიციური ძალები, მათ შორის რუსეთის მონაწილეობით.
3. რუსეთი იღებს ვალდებულებას:
- გააუქმოს აფხაზეთის და ს.ოსეთის აღიარება, გაიყვანოს არმია და მძიმე შეიარაღება ამ ტერიტორიებიდან.
- გააფორმოს სასაზღვრო და სამეგობრო/თავდაუსხმელობის შეთანხმება საქართველოსთან
- არ შეეწინაღმდეგოს საქართველოს, ევრაზიული კავშირის გარე, სხვა საერთაშორისო სამოქალაქო/ეკონომიკურ ურთიერთობებს
4. საქართველო იღებს ვალდებულებას:
- იყოს ევრაზიული კავშირის წევრი (თუკი ასეთი შეიქმნება)
- არ გაწევრიანდეს რომელიმე საერთაშორისო სამხედრო/პოლიტიკურ კავშირში რომლის წევრიც არ არის რუსეთი
- არ განალაგოს მესამე ქვეყნის სამხედრო ბაზები და უარი თქვას გარკვეული შეიარაღების შეძენა/წარმოებაზე
– საქართველოს ვალდებულებები ძალში შევა აფხაზეთის და ს.ოსეთის აღიარების გაუქმების შემდეგ.
- საქართველოს ვალდებულებების მაქსიმალური ვადა – 25 წელი.
This post has been edited by badriany on 2 Nov 2012, 13:49
მთავარია გაგება!!! აბა ისე ხომ ამ ქვეყნად ყველაფერი ფარდობითია... :)