http://www.kvirispalitra.ge/mozaika/17964-...gavimarjvo.html27 ოქტომბერს ახალი პრეზიდენტი უნდა ავირჩიოთ. კანდიდატები ნელ-ნელა გამოდიან ასპარეზზე, ჩვენც ერთ-ერთ კანდიდატს, ნიკოლოზ გორგიჯანიძეს ვესაუბრეთ:
- აუცილებლად უნდა ავაღორძინოთ იდეოლოგიური ტურიზმი, რომელიც ადამიანის ტვინში ჩაჯდება. რუსეთში, არჩევნებში 30% მიიღო ზიუგანოვმა. ეს 30 % არის 40 მილიონი რუსი, რომელსაც აბოდებს სტალინზე. ამიტომ ჩვენ სტალინი და ბერია იმ დონემდე უნდა ავამაღლოთ, რომ მათ ინტერესი გაუჩნდეთ და ჩამოვიდნენ. მაგალითად,
უნდა გავაკეთოთ ბერიას სახლ-მუზეუმი, წინ ძეგლით, სოჭიდან გამოსულ ავტობუსს კი ეწერება – ბერიადან სტალინამდე.
როგორც ამერიკაშია თავისუფლების ქანდაკება, ისე დავდგამთ საქართველოში სტალინის ძეგლს, რომელსაც დავარქმევთ განმათავისუფლებლის ქანდაკებას. სტალინი იქნება სემინარიელი ბიჭი, რომელსაც ხელში ბიბლია ეჭირება.- ანუ გამოდის, რომ ქვეყნის ბიუჯეტი სტალინზე და ბერიაზე იქნება დამოკიდებული...
-კახეთში მივაგენი სტალინის მამის საფლავს, თელავში ყოფილა. აფხაზეთიდან წამოყვანილ ყველა ტურისტს მივიყვან იქ და ერთი ჭიქა ღვინოს უფასოდ დავალევინებ, ყოველი მომდევნო ჭიქა კი 2 ლარი ეღირება. თქვენ გინახავთ, რუსი ერთ ჭიქაზე ჩერდებოდეს? ხომ წარმოგიდგენიათ, ეს რამხელა შემოსავალს მოგვიტანს.
მთელ მსოფლიოში უნდა გავხსნათ "სტალინის სააგენტოები", სადაც ამ ტურს გააცნობენ მსურველებს.
საქართველოს ყველა დროის მემატიანე მექრთამე ყოფილა............................................... (c) შთამომავლობა
ისტორიას წერენ დალხენილები ................... (c) დალხენილი
ვწუხვარ რომ ეუთოს მისიამ ვერ გაამართლა 1801 წელს, შეშფოთებას გამოვთქვამ აი უკვე 200 წელია ....... (c) ლორდი