სალამი ყველას, კაი ფორუმია და კომუნაც შესაბამისი ეყოლება. ადრე პატარა ვიყავი და არ მქონდა ჩემი იუზერი, ისე შორიდან გიყურებდით. ეხლა გავაკეთე (ეს იმათთვის ვინც უნდობლად მოეკიდება ჩემ ახალგამომცხვარ მომხმარებელს), რომ დახმარება ვითხოვო ერთ საყოველთაოდ მნიშვნელოვან საქმეში.
ბევრი რომ არ აღარ გავაგრძელო, შედით ამ გვერდზე, მოიწონეთ და გამოიყენეთ როგორც საჭიროა:
https://www.facebook.com/FightSmsSpamWithWhatever"
About.
ამ გვერდის მიზანია უსაშველოდ მომძლავრებული SMS სპამის წინააღმდეგ ბრძოლის ფრონტის გახსნა.
Description
ავტორს ამ გვერდის შექმნის იდეა მოუვიდა შაბათს, სისხამ დილით - 11 საათსა და 57 წუთზე, როდესაც ერთ-ერთი ავტოცენტრი, მიუხვდა რა, რომ თავისი მცირე შემოსავლით მაინც იყიდდა 36 000 $ იან ავტოს, რადგან ლისტფრაისი მთელი 1 200 $ ით მეტი იყო (მოპარულს ყიდით თქვეჩემა?), დააჯილდოვა SMS-ით. ავტორის გამძვინვარება გამოიწვია არა მისი ფანრიანი ნოკიის სასოწარკვეთილმა კივილმა SMS-ის შემოსვლაზე, არამედ იმის წარმოდგენამ, რომ ამ დროს შეიძლება შუაგულ ძილში ყოფილიყო. აქ ვეღარ დავწერთ, თუ რა სიტყვებით შეიმკო იმ ავტოცენტრის ფეისბუქ გვერდი.
კეთილო ხალხო, შემოგვიერთდით, გავუმხილოთ ერთმანეთს სპამერების ფეისბუქ გვერდები, და ავუჭრელოთ ლანძღვით/გინებით/მოკითხვით/დაtrollვით იქამდე სანამ არ დაუდგებათ (გვერდები). არ დაგავიწყდეთ გვერდის დასმენა (report) მიზეზით spam or scam.
ერთად ვებრძოლოთ ამ უმსგავსობას, ან კვლავ ვემსგავსოთ უბრძოლველობას!
"