ალბათ ყველასთვის მნიშვნელოვანია დრო, დროის სწორად გამოყენება
ჩამოწერეთ ვის რა გამოცდილება გააქვთ...(მინდა ჩამოვაყალიბო კარგი ფორმულა)
ასევე მოიძიეთ ლიტერატურა და დააციტირეთ ან დალინკეთ
http://yappe.com/news/1181/%E1%83%93%E1%83...2%E1%83%98.htmlპრობლემის დასმა :
დრო თანამედროვე ბიზნესში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული რესურსია, მისი სწორი გამოყენება მნიშვნელოვანია ყველა იმ ადამიანისათვის, ვინც ისწრაფვის წარმატებისკენ. შეგვიძლია დაზუსტებით ვთქვათ, რომ თითოეული ჩვენგანისათვის დროის სწორად გამოყენება არც თუ ისე მარტივი საქმეა. დროის ისე განაწილება,რომ დღის განმავლობაში რაც შეიძლება მეტი მოვასწროთ,თანაც ისე, რომ არ დავიღალოთ, მოითხოვს ერთგვარი უნარის გამომუშავებას.
ადამიანების უმრავლესობა, ვისაც არც საქმის კეთების მოტივაციის ნაკლებობა აწუხებს და არც საქმის რაოდენობა, ჩივის, რომ მათ არ ყოფნით დღეში 24 საათი, კვირაში 7 დღე და წელიწადში 365 დღე; მიუხედავად იმისა, რომ დაუღალავად მუშაობენ გვიანობამდე, მუდმივად ცდილობენ მეტი საქმის კეთებას, მათ მაინც ბევრი რჩებათ გასაკეთებელი, მიზნები-მიუღწეველი, ამოცანები-გადაუჭრელი. [1]
ამბობენ, რომ დროის დეფიციტი არ არსებობს. ჩვენ საკმაოდ ბევრი დრო გვაქვს იმის გასაკეთებლად რაც გვინდა, თუ თქვენ უმრავლესობის მსგავსად ძალიან დაკავებული ხართ რამის კეთებით, მაშინ გაიხსენეთ, რომ არიან თქვენზე მეტად დაკავებული ადამიანებიც, მაგრამ ასწრებენ გაცილებით მეტს. მათ არ აქვთ თქვენზე მეტი დრო უბრალოდ უკეთესად იყენებენ მას.
დროის ეფექტურად გამოყენება ისეთივე ტექნიკაა,როგორც ველისიპედის ან მანქანის მართვა და მისი ათვისება სავსებით შესაძლებელია. ამისთვის კი არსებობს უამრავი მეთოდი. ქვემოთ ჩვენ შევეცდებით ჩამოვაყალიბოთ ის მეთოდი, რომელიც მაქსიმალურად დაგვეხმარება დროის “დაზოგვაში”.
პრობლემის გადაჭრის გზები:
დღე-ღამეში 24 საათია. არ აქვს მნიშვნელობა, რას აკეთებს ადამიანი - პოლიტიკოსია, სკოლის დირექტორი, მასწავლებელი თუ დიასახლისი; ყველას ერთი და იგივე დრო გვაქვს მოცემული, დროის მენეჯმენტი ყველას გვჭირდება, რათა ხარისხიანად შევასრულოთ ჩვენ-ჩვენი მოვალეობა, თანაც ისე, რომ დავზოგოთ საკუთარი სასიცოცხლო ძალები და დრო განტვირთვისა და დასვენებისთვისაც დაგვრჩეს. თუ ადამიანს ბევრი საქმე აქვს, ეს არ ნიშნავს, რომ ბევრს აკეთებს. შედეგი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პროცესი და ამ შედეგის მისაღწევად საჭიროა საქმიანობის გონივრულად დაგეგმვა. ასე რომ, დროის მენეჯმენტი დაგეგმვით უნდა დავიწყოთ.
მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე დროის მენეჯმენტს შემდეგნაირად განვსაზღვრავდი: დროის მენეჯმენტი არის ისეთი მოქმედებების ერთობლიობა, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელი გახდება გარკვეული ხნის განმავლობაში განსაზღვრული სამუშაოს შესრულება.
საკუთარი დროის მართვა ნიშნავს მართო საკუთარი ცხოვრება, და თუკი ჩვენ არ გვსურს რომ მივყვეთ “ცხოვრების დინებას” უნდა გავაკონტროლოთ საკუთარი დრო , კონტროლი კი დროის დაგეგმვით იწყება, ანუ კარგი იქნებოდა თუ ყოველი დღის დასაწყისში ან ბოლოს დავგეგმავდით ,თუ რა უნდა გაგვეკეთებინა შესაბამისად იმ ან მომდევნო დღეს;
განვიხილოთ ამ ორი ვარიანტის უპირატესობები სათითაოდ; დღის დასაწყისში გეგმის შედგენის კარგი მხარე ის არის, რომ ფიქრი, იმაზე თუ რა უნდა გავაკეთოთ გვიწევს დასვენებული გონებით და გეგმის შედგენისთანავე ვიწყებთ მის შესრულებას.
დღის ბოლოს გეგმის შედგენის პლუსი კი ის არის, რომ მთელი დღე მუშაობის მერე ვიცით ხვალ საიდან უნდა გავაგრძელოთ მუშაობა, დილით აღარ გვჭირდება იმაზე ფიქრი თუ რა უნდა გავაკეთოთ, ასევე დაგეგმის შემდეგ ჩვენი ქვეცნობიერი მთელი ღამის განმავლობაში ამუშევებს იმ გეგმებს რაც უნდა შესრულდეს მომდევნო დღეს და დილით ვიღვიძებთ იდეებით სავსე გონებით.
მე თუ შემეკითხებით, ალბათ დაუფიქრებლად გიპასუხებდით, რომ ვარჩევდი მომდევნო დღე დამეგეგმვა წინა დღის ბოლოს.
როგორ დავგეგმოთ დღე :
გეგმის შედგენამდე, კარგი იქნება, თუ ჩამოვწერთ გასაკეთებელი საქმეების სიას, შემდეგ თითოეულ საქმეს, მისი მნიშვნელობის და აუცილებლობის მიხედვით მივანიჭოთ პრიორიტეტი (ან პროცენტულად მაგ 30% ან მაგალითად ასე A, B, C, D). ამის შემდეგ პირველ რიგში შევუდგეთ იმ საქმეების კეთებას, რომლებიც უფრო პრიორიტეტული აღმოჩნდება ჩვენს სიაში.
დღის დაგეგმვისას კარგი იქნება თუ გავითვალისწინებთ იმასაც რომ, ჩვენი გონება უკეთ მუშაობს, როდესაც ის დასვენებულია, ამიტომ კარგი იქნებოდა იმ საქმეების შესრულებას, რომლებიც შედარებით მეტ გონებრივ დატვირთავს მოითხოვს დილიდანვე შევუდგებოდით, რადგან ამ დროს ჩვენი გონება დასვენებულია და უკეთ მუშაობს.
ადამიანის გონებას არ შეუძლია დაუღალავად მუშაობა, ზოგჯერ ადამიანი მუშაობს მთელი დღის განმავლობაში შეუსვენებლად და ფიქრობს,რომ ასე ძალიან ეხმარება თავისთავს გამოცდილების მიღებაში, ცოდნის გაღრმაბევაში, მაგრამ რეალურად ეს ასე არ არის ჩვენს გონებას არ შეუძლია მუდმივად ინფორმაციის მიღება, ამიტომ კარგი იქნება თუ შიგადაშიგ მას მივცემთ დასვენების საშუალებას, მოვდუნდებით, წავიკითხავთ წიგნს, თუნდაც ცოტა ხნით დავიძინებთ, დამიჯერეთ ამის შემდეგ თქვენი ტვინი იმუაშავებს უკეთესად, ახალი ენერგიით და დღეც არ იქნება თქვენთვის იმდენად დამღლელი, როგორც იყო.
კარგი იქნება თუ ყოველ საღამოს დავიძინებთ რაც შეიძლება ადრე, მალე აღმოვაჩენთ, რომ ჩვენს განკარგულებაში უამრავი დროა და უფრო მეტი საქმის კეთებასაც ვასწრებთ, აქ გასაკვირი არაფერია, რადგან რაც ადრე დავიძინებთ მით ადრე გავიღვიძებთ დილით, ხოლო დილით სამუშაოს გაცილებით სწრაფად, ხარისხიანად და რაც ყველაზე მთავარია ხალისით ვასრულებთ.
ინფორმაციის დახარისხება:
ჩვენ გარშემო უამრავი ინფორმაციაა. ჩვენ ხომ, ფაქტობრივად, ინფორმაციის
ოკეანეში ვცხოვრობთ. ეს ინფორმაცია მოდის ყოველი მხრიდან: კომპიუტერიდან,
ტელევიზორიდან, ცალკეული ადამიანებისგან, ჟურნალებიდან, გაზეთებიდან,
რადიოდან... პირველი, რასაც ვაკეთებ ინფორმაციის “შემოტევასთან” გასამკლავებლად,არის მარტივი შეკითხვის დასმა: მთელი ამ ინფორმაციიდან რომელია ჩემთვის საჭირო, რომელი გამომადგება პიროვნული განვითარებისთვის ან პროფესიული თვალსაზრისით? რაც არ მჭირდება, - ეგრეთ წოდებული ნარჩენი ინფორმაცია, - არ უნდა მივიღო, არ უნდა დავხარჯო დრო მის ასათვისებლად, თორემ ღირებული და მნიშვნელოვანი ინფორმაციის დასამუშავებლად დრო, უბრალოდ, აღარ დამრჩება.
მაგალითად, რამდენჯერ მომხდარა, რომ ამა თუ იმ საკითხზე ინფორმაციის
მოსაძიებლად რომელიმე საძიებო სისტემისთვის მიგვიმართავს და საბოლოოდ
იმაზე გაცილებით მეტი დრო დაგვიხარჯავს, ვიდრე წარმოგვედგინა. საძიებო
სისტემა გვთავაზობს ათასობით და ათიათასობით შესაძლებლობას, გავიგოთ მეტი
ჩვენთვის საინტერესო საკითხის შესახებ. ჩვენ უნდა ვიცოდეთ რა გარკვეული სახის ინფორმაციის მიღება გვსურს ინტერნეტიდან და ვიცოდეთ თუ სად უნდა ვეძებოთ ჩვენთვის სასურველი იფნორმაცია, რათა ჩვენთვის ასე ძვირფასი დრო ფუჭად არ დავხარჯოთ და დარჩენილი დრო სხვა საქმისთვის გამოვიყენოთ, მაგალითად ინფორმაციის გასაანალიზებლად ან მისი რეალიზაციისთვის.
დრო რომ ძვირფასია, დრო რომ ფულია, დროს რომ ვერაფერი შეაჩერებს და დაკარგულ დროს რომ ვერ დაიბრუნებ, ეს ყველამ ვიცით, მაგრამ საჭიროა
კონკრეტული მეთოდების ცოდნა საიმისოდ, როგორ დავზოგოთ და გონივრულად
მოვიხმაროთ იგი.
დროის დაზოგვის მეთოდები:
პირველი აუცილებელი პირობაა წესრიგი.
სიტყვა „დისციპლინა“ ბევრ უსიამოვნო ასოციაციას იწვევს, მაგრამ ერთი რამ
ცხადია: იმისთვის, რომ შევძლოთ საკუთარი დროისა და მოძალებული საჭირო თუ
მეორეხარისხოვანი ინფორმაციის მართვა, აუცილებლად დაგვჭირდება წესრიგი და
თვითდისციპლინა. დისციპლინა სხვა არაფერია, თუ არა საკუთარ თავთან
შეთანხმებული ქცევის წესების დაცვა, რომლებიც ეხმარება ადამიანს, შეინარჩუნოს
წესრიგი და მიაღწიოს დასახულ მიზნებს. მაგალითად, დილით ერთსა და იმავე
დროს ადგომა, რათა მშვიდად ვისაუზმოთ, მოვემზადოთ და სამსახურშიც სტრესის
გარეშე წავიდეთ, უკვე წესის დაცვაა. დისციპლინის წყალობით ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება მშვიდი, წინასწარ განსაზღვრული იქნება, სტრესსა და დროის დეფიციტს თავიდან ავიცილებთ.
ამდენი ლაპარაკის მერე, ალბათ ყველაზე კარგი იქნებოდა, თუ დალაგებულად ჩამოვწერდით იმ “წესებს”, რომელთა დაცვაც დაგვეხმარებოდა დროის სწორად და
ოპტიმალურად გამოყენებაში.
პირველიეტაპი: თვითდისციპლინა
თვითდისციპლინა გამოიხატება იმაში, რომ ნებისმიერი საქმე (დიდი თუ პატარა, მნიშვნელოვანი თუ წვრილმანი) აუცილებლად უნდა ჩაინიშნო – იმ მომენტში, როგორც კი გადაწყვეტ საქმის გაკეთებას (ან დაგავალებენ).
საქმეების ჩაწერა ხდება ორი საშუალებით: ტრადიციული პასტა-ფურცელი და/ან მობილური-ორგანაიზერი.
გარდა ამისა, ელექტრონული ჩანაწერებისათვის ვიყენებ შემდეგ სერვისებს:
1. Microsoft Outlook Tasks
2. Microsoft OneNote
3. Evernote
4. Gmail Tasks
ყველა ამ საშუალებით შედგენილი ამოცანები/დავალებები ერთ ადგილას იკრიბება და კალენდარში შესაბამისი ვადები მიეთითება.
პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე ვიტყოდი, რომ დღის დაგეგმვის საუკეთესო საშუალებაა google calendar , აქ შეგიძლიათ საათობით გაწეროთ მომავალი დღის/კვირის/თვის გეგმა, როდის რა უნდა გააკეთოთ, ასევე აქვს მშვენიერი შეტყობინებების სისტემა, რომელიც ნახევარი საათით(ეს დრო შეგიძლიათ თქვენვე არაგულიროთ მაგალითად შეგიძლიათ მიუთითოდ,რომ შეტყობინების მიღება გსურთ 1 ან მეტი საათით ადრეც ) ადრე გწერთ შეხვედრის, თუ რაიმე ღონისძიების შესახებ, რომელიც კალენდარში გაქვთ მონიშნული. ეს გეხმარებათ დროის ზუსტ გადანაწილებაში რადგან, როდესაც ვიზუალურად არის მოცემული საათობივი ბადე მარტივად ახერხებთ გაერკვიოთ რას რამდენი ხანი უნდა დაუთმოთ და ეს რამდენად მომგებიანი იქნება თქვენთვის.
ასევე ელექტრონულ სახეს იძენენ ხელით გაკეთებული ჩანაწერები – OneNote-ში შემაქვს და შემდეგ ეტაპზე გადავდივარ.
მეორე ეტაპი: ინფორმაციის დახარისხება
მნიშვნელოვანია, მინიმუმ სამი სახის პრიორიტერულობის ხარისხის მინიჭება საქმეებისათვის. პირობითად დავყოთ ასე:
A – უმნიშვნელოვანესი (და მალე გასაკეთებელი) საქმეები
B – საკმაოდ მნიშვნელოვანი, თუმცა არც ისე საჩქარო საქმეები
C – ნაკლებ მნიშვნელოვანი, უვადო ან ხანგრძლივი ვადის მქონე საქმეები.
ქვეკატეგორიების გაკეთებაც შეგვიძლია – მაგალითად, ის საქმეები, რომლებსაც ბევრი დრო არ სჭირდება, პატარა ასოთი შეიძლება აღინიშნოს: a, b და c.
ყველა კატეგორიას აქვს თავისი რამდენიმე საქმე. ასეთი საქმეები ჩვეულებრივად, რიგითი ნომრის მიხედვით ინომრება (რასაკვირველია, რიგითი ნომერი მიუთითებს საქმის შესრულების ვადაზე):
A1 – ანგარიშის დაწერა და გადაგზავნა,
a2 - დარეკვა და შეხვედრის დანიშვნა
b1 – პრეზენტაციის მომზადება შემდეგი თვის ტრეინინგისთვის,
B2 – თვის ბოლოს სემინარისთვის მასალების შეგროვება და გადახედვა
C1 – როდისმე პარტნიორებთან ერთად ლანჩზე წასვლა და სამომავლო წლის გეგმების შეთანხმება
c2 – გასული წლის საფოსტო ყუთის გაწმენდა
მესამე ეტაპი: საქმის შესრულების მონიტორინგი
მონიტორინგი დაგეხმარებათ იმაში, რომ ყველა საქმე დროულად შეასრულოთ და არაფერი გამოგეპაროთ.
საერთოდ, რეკომენდირებულია ზემოთხსენებული სიის შედგენა დავიწყოთ სამუშაო კვირის დასაწყისში, რაც გაგვიადვილებს პრიორიტეტების დასახვას და ვადების ჩანიშვნას.
ყოველი შემდეგი დღის დილა კი გამოიყენეთ იმისათვის, რომ წინა დღით შესრულებული საქმეები წაშალოთ და ახალი დავალებები ჩაიწეროთ (ან, გარემოებების მიხედვით, შეცვალოთ პრიორიტეტები და რიგითობა).
მონიტორინგი გაუწიეთ არა მარტო ელექტრონულად ჩაწერილ საქმეებს, არამედ ბლოკნოტში გაკეთებულ ჩანაწერებსაც – შეიძლება რაიმე იდეა ან დამატებითი ინფორმაცია გაქვთ ჩანიშნული, რაც გამოგადგებათ.
აუცილებელია დროის შეგრძნების ქონაც, არის შემთხვევები, როდესაც რაიმე საქმის კეთების დროს დროის შეგრძნება გეკარგება და იმდენად ერთობი რომ დროის აღქმას ვეღარ ახერხებ ანუ რაღაც მოქმედებას შეიძლება თეორიულად გათვალისწინებულზე ბევრად მეტი დრო დაუთმო რაც არ ივარგებს იმ დღისთვის რადგან სხვა საქმეების ცხრილი და დაგეგმარება აირევა, ასე რომ საჭიროა მუდმივად დროის კონტროლი, თუ ხვდებით რომ რაღაც არ გამოგდით საჭიროა რომ გადაერთოთ სხვა რამეზე და შემდეგ დაწყნარებული გონებით დაუბრუნდეთ ამ საქმეს, ეს ყველაზე ძალიან ამართლებს გამოცდების ან ტესტების წერის დროს.
http://www.rogor.ge/article_717_rogor-mova...menejmenti.html