საახალწლო საჩუქარი ავტომოყვარულებს
რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომის თასის გათამაშება ჩქაროსნულ სლალომში 2013
22 დეკემბერს რუსთავის ავტოდრომზე , პადდოკის ტერიტორიაზე , გაიმართება სამოყვარულო ჩქაროსნული სლალომი.
მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერს ვისაც გააჩნია მართვის მოწმობა .
შეჯიბრი გაიმართება ავტოდრომის კუთვნილი ავტომატური კოლოფით აღჭურვილი ავტომობილებით BMW E46 .
შეჯიბრი შედგება 3 სხვადასხვა ტიპის სარბოლო ტრასისიგან.
თითოეულ ტრასაზე გამოიყენება სამიდან ერთერთ ავტომობილი, ასევე თითოეულ ტრასაზე ყველა მონაწილეს მოუწევს ამ ერთი კონკრეტული ავტომობილით გავლა.
კლასები დაიყოფა შემდეგნაირად:
- ფროფესიონალები (ვისაც მინიჭებული აქვს მიმდინარე ან წინა წლის სპორტული ლიცენზია)
- მოყვარულები (ვისაც გააჩნია მართვის მოწმობა)
- ქალები
ყველა ქვემდგომი კლასი ავტომატურად იღებს ჩათვლას ზემდგომ კლასში!
გამარჯვებული გამოვლინდება სამივე ფიგურის გავლის შემდეგ, თითოეულ ფიგურაზე ნაჩვენები დროის ჯამით.
თოთოეულ ნიშნულთან შეხება ჯარიმდება ნაჩვენებ დროს + 2 წამით, ტრასის არასწორად გავლა ითვლება როგორც კონკრუტელი ტრასის არ შესრულება და მონაწილის ნაჩვენებ დროს დაეწერება სხვა მონაწილეების მიერ ნაჩვენებ ყველაზე უარეს დროს დამატებული +5 წამი.
ინფორმაცია ქალებისთვის:
შეჯიბრში მონაწილეობის საფასური – 50 ლარი.
ნებისმიერ ავტომოყვარულს შეუძლია ამ შეჯიბრზე დაამტკიცოს თავისი სიძლიერე
გელით!!!
რეგისტრაცია :
11:00 – 12:00
სტარტი – 12:00
სამივე ტრასის მონახაზს ყველა მონაწილე გაეცნობა ადგილზე მოსვლისას!
ტრასას შეადგენს მევლუდ მელაძე , შესაბამისად შეჯიბრში მონაწილეობას არ მიიღებს , გაივლის მხოლოდ საჩვენებელ წრეს.
მიმაგრებული სურათი