Preston North End - ხელუხლებელნი
მოკლედ გასულ სეზონზე თვალყურს ვადევნებდი
Preston North End-ის თამაშებს. რა თქმა უნდა, რეალის შემდეგ, სანახაობრივად ზოგჯერ კომიკურიც იყო მათი თამაშის ყურება. პრესტონმა წელს მოახერხა, ინგლისის მეორე დონის ტურნირში - საფეხბურთო ლიგის ჩემპიონატში - გადასვლა. (საფეხბურთო ლიგის ჩემპიონატი, მეორე დონის ტურნირია, პრემიერ ლიგის შემდეგ). მაგრამ ისტორიას თუ გადავხედავთ ეს არის უდიდესი და საინტერესო ისტორიის მქონე გუნდი.
პრესტონ ნორს ენდი დაარსდა 1880 წელს. ეს არის
პირველი საფეხბურთო გუნდი რომელმაც მოიგო ინგლისის უმაღლესი დონის
პირველი 1888-1889 ჩემპიონატი, იმავე 1889 წელს მოიგო თასი და რაც მთავარია ორივე ტურნირი დაამთავრა წაუგებლად. ამის გამო შეერქვა ზედმეტსახელი The Invincibles – ზუსტი თარგმანია - უვნებელნი (Неуязвимые) მაგრამ ვფიქრობ მაინც „ხელშეუხებელნი“ სჯობს. ასეთი რამ - „ოქროს დუბლის“ - ორი მაღალი ტურნირის წაუგებლად დამთავრება დღემდე განუმეორებელია. პრესტონია ინგლისის ფეხბურთის სხვა რეკორდის მფლობელიც. ხსენებულ 1889 წლის ინგლისის თასის ტურნირში მან დაამარცხა „ჰაიდი“ ანგარიშით 26 : 0 . ეს რეკორდი ასევე დღემდე განუმეორებელია ინგლისის პროფესიონალურ ფეხბურთში.
პრესტონის დაღმასვლა დაიწყო 1895 წელს, როდესაც კლუბის ხელმძღვანელი უილიამ სადელი პირადი მაქინაციების გამო 3 წლით ჩასვევს ციხეში. კლუბი დატოვა ბევრმა წამყვანმა ფეხბურთელმა. ხოლო 1903 წელს გუნდი გავარდა უმაღლესი დივიზიონიდან.
უმაღლეს დივიზიონში დაბრუნება გუნდმა მოახერხა 1906 წელს და მაშინვე მეორე აგილზე გავიდა. მაგრამ ეს წარმატება მხოლოდ მოჩვენებითი აღმოჩნდა, მომდევნო ათი წელი გუნდი მუდმივად ბრუნავდა სატურნირო ცხრილის შუალედში. 1918-დან 1925 წლამდე გუნდი დიდი გაჭირვებით ახერხებდა არ გავარდნილიყო უმაღლესი დივიზიონიდან, მაგრამ 1925 წელს მაინც მოუწია მისი დატოვება.
გუნდი კვლავ აღზევდა 1934 წელს და საკმაოდ წარმატებით. 1938 წელს გუნდმა მეორეჯერ მოიგო ინგლისის თასი. გუნდს ბედმა არც ამჯერად გაუღიმა, დაიწყო მეორე მსოფლიო ომი და გუნდი თითქმის მთელი შემადგელობით აღმოჩნდა ჩართული ომში. მიუხედავად ამისა 1941 წელს გუნდმა მოიგო საფეხბურთო ლიგის სამხედრო თასი (Football League War Cup) .
შემდგომი წლები პრესტონი საშუალო დონის გუნდად ითვლებოდა. 1960 წელს გუნდმა ისევ დატოვა უმაღლესი ლიგა და როგორც აღმოჩნდა სამუდამოდ. ამის შემდეგ გუნდი სწრაფად დაეშვა ძირზე იმდენად რომ 1986 წელს მეოთხე დივიზიონის ბოლოს წინა ადგილზე აღმოჩნდა. რაც ნიშნავდა რომ გუნდს პროფესული ლიგა უნდა დაეტოვებინა და სამოყვარულო კლუბის სტატუსი მიეღო. მაგრამ სხვა გუნდებმა ხმის მიცემით, გუნდის უდიდესი ისტორიის გამო, გადაწყვიტეს დაეტოვებინათ პროფესიონალურ მეოთხე ლიგაში.
და აი წელს პრესტონ ნორს ენდი, რამოდენიმე წლის უშედეგო მცდელობების შემდეგ (პლეი-ოფებში მარცხდებოდა), როგორც იქნა გადავიდა საფეხბურთო ლიგის ჩემპიონატში. დიდი იმედების და მოლოდინების ქონა შეუძლებელია. უბრალოდ ეს უდიდესი ისტორიის მქონე გუნდი კვლავ მინდა მოხვდეს პრემიერ ლიგაში და ამჯერად სამუდამოდ.
(სხვათა შორის 1995 წელს დევიდ ბექჰემმა იჯარის წესით 5 თამაში ითამაშა პრესტონში და ორი გოლი გაიტანა. )
წარმატებები ვუსურვოთ გუნდს. წელს პირველი თამაში აქვს 9 აგვისტოს მიდლსბოროსთან.
ინფორმაცია თანდათან დაემატება, დაიხვეწება და გასუფთავდება.
სტადიონი დიპდეილი (Deepdale)

გუნდი რომელიც გახდა ინგლისის პირველი 1888-1889 წლების ჩემპიონი და თასის მფლობელი.
This post has been edited by Duff on 14 Aug 2016, 12:36