ამ დღეებში პუტინმა განცხადება გააკეთა და ლამის ლენინი წმინდანების რანგში აიყვანა. საქარველოს პატრიარქმაც გააკეთა განცხადება და სტალინი უდიადეს პიროვნებად გამოაცხადა.
პატრიარქი: "Сталин – это выдающаяся личность. Такие рождаются редко. Он знал значение, мировое значение России."
პატრიარქმა ილია მეორემ აგრეთვე, რუსეთის პატრიარქი ალექსი პირველი გაიხსენა და აღნიშნა იგი სტალინს უდიდესს პატივს სცემდა და ძალიან უყვარდაო სტალინიო. როგორც ცნობილია ალექსი პირველი იყო რუსეთის თვითმარქვია პატრიარქი, რომელიც სტალინმა დანიშნა პატრიარქად, ფაქტიურად სტალინმა რუსეთის იმპერიის რელიგიის მინისტრი დანიშნა. ეს ის ლენინი და სტალინი არიან, რომლებმაც ათეულ მილიონობით ადამიანი დახვრიტეს და მსოფლიო ისტორიაში ყველაზე დიდი სისხლისმღვრელი იმპერია შექმნეს. ათასობით მღვდელი დახვრიტეს, ეკლესიები დაანგრიეს და საპატრიარქო საერთოდ გააუქმეს, პატრიარქები ზოგი დახვრიტეს და ზოგიც სამუდამოდ გამოამწყვდიეს ციხეში. ბოლოს 1945 წელს რატომღაც სტალინს მოეპრიანა რელიგიის მინისტრის თანამდებობა შემოეღო სსრკ-ში. იმდენი ადამიანი დაიღუპა მეორე მსოფლიო ომში, რომ ალბათ ხალხს საკენკი გადაუგდო, რომ მიცვალებულთათვის ელოცათ და ხალხს ეკლესიაში შესვლის უფლება მისცა. ამ დროს ხალხმა მასიურად მაინც დაიწყო ეკლესიებში სიარული მიცვალებულთა მოსახსენიებლად, ეს სიტუაცია მაინც, რომ ეკონტროლებინა სტალინმა გადაწყვიტა საპატრიარქო აღედგინა და ფაქტიურად რელიგიის მინისტრის თანამდებობა შემოიღო. პატიოსანმა სასულიერო პირმა გლებ იაკუნინმა თავის თვალით ნახა "კგბ-ს" არქივები, რადგან ის იყო საგამოძიებო კომისიის წევრი. იგი ამბობს: "სსრკ-ში ეპისკოპოსად ისე არავის აირჩევდნენ, თუ "კგბ-თან" თანამშრომლობის ხელწერილს არ დაწერდაო". დანარჩენი დასკვნები თქვენ თვითონ გააკეთეთ.
აი კიდევ ასეთ ინფორმაციას წავაწყდი ერთ-ერთ საიტზე:
აი ლინკიც;
http://www.netgazeti.ge/GE/105/News/22156/ ნეტგაზეთი: " მიქაელ ბოტკოველი: ამწუთში პატრიარქს BMW–ს ტიპის მანქანა ჰყავს, რომელიც კერძო კომპანიამ აჩუქა
ბიუჯეტი, რელიგია,
ნეტგაზეთი .
საქართველოს პატრიარქის მდივანი, მიქაელ ბოტკოველი ამბობს, რომ არ ფლობს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ ვინ გადაადგილდება იმ მერსედესის მარკის ავტომობილით, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, 2012 წლის ივლისში, ბაჩო ახალაიას მინისტრობის დროს შსს–მ საპატრიარქოსთვის შეიძინა.
როგორც ბოტკოველმა "ნეტგაზეთს" განუცხადა, მას არც იმის დადასტურება შეუძლია, ნამდვილად გადაეცა თუ არა ეს მანქანა საპატრიარქოს:
მიქაელ ბოტკოველი
"ამბობენ, რომ საპატრიარქოს შეწირეს მანქანა? მე ნამდვილად არ მაქვს ეს ინფორმაცია, შეიძლება შეწირეს, შეიძლება არც შეიწირეს. მე კონკრეტულად არ ვიცი, ალბათ, თუ ასეთ ძვირადღირებულ მანქანას აჩუქებდნენ, ალბათ საპატრიარქოსთვის და პატრიარქისთვის უნდა ეჩუქებინათ, მაგრამ ამ წუთში პატრიარქი სარგებლობს, ან მიიღო თუ არა საერთოდ ეს მანქანა, ამის დადასტურება მე არ შემიძლია.
...მე ვიცი, რომ ამწუთში პატრიარქს BMW–ს ტიპის მანქანა ჰყავს, თუ არ ვცდები, 735 თუ 750... მერსედესზე არ ვიცი, BMW ნამდვილად ვიცი, ეს კერძო კომპანიამ აჩუქა საპატრიარქოს რამდენიმე თვის წინ. შეიძლება არის ეს მერსედესიც, მე ვერც უარვყოფ და ვერც დავადასტურებ. მე პატრიარქის პარკი არ ვიცი, 3 თუ 4 მანქანაა კორტეჟში და რა მანქანით გადაადგილდება, არ ვიცი", – განაცხადა ბოტკოველმა.
პატრიარიქის მდივნის თქმით, როდესაც ვიღაც სურვილს გამოთქვამს, რომ საპატრიარქოს რაღაც შეწიროს, მისთვის უცნობია, თუ როგორ უნდა შეზღუდონ ის თავის გადაწყვეტილებაში:
"ამას წინათაც იგივე თემამ წამოიწია, რომ ეპარქიებისთვის ვიღაცას რაღაც თანხა ჩაურიცხია... ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ვვარდებით ჩვენ. ახლა ადამიანი მოდის და ამბობს, უნდა, რომ შეწიროს... მაგალითად, ტაძრის მშენებლობა, მეც ვარ ერთ–ერთი ტაძრის წინამძღვარი, ვიღაც მოსულა და რაღაც თანხა შეუწირია. ახლა ამ ადამიანს ვერ ვეტყვი, საიდან გაქვს ეს ფული და ხელფასის ცნობა მომიტანეო. ამას ხომ ვერ ვეტყვი?! ადამიანი ამბობს, რომ უნდა შეწიროს. ჩვენ არც ასეთი სამსახურები გვაქვს, რომ მოვიკვლიოთ, თუ საიდან აქვთ მათ ეს თანხა. თუ ადამიანი წირავს და ამის სურვილი აქვს, არ ვიცი, როგორ უნდა შეზღუდო ადამიანი ამ გადაწყვეტილებაში, მე ეს არ მესმის", – აღნიშნა ბოტკოველმა.
საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ შსს–ში 2011–2012 წლებში ჩატარებული ფინანსური და შესაბამისობის აუდიტის მიხედვით ირკვევა, რომ 2012 წლის ივლისის თვეში სამინისტრომ საპატრიარქოსთვის 110.0 ათასი ევროს ღირებულების ავტომობილი შეიძინა.
აუდიტის დასკვნის მიხედვით, საუბარია მერსედეს S500-ის მარკის ავტომობილზე:
"სამინისტროს მიერ დაუგეგმავად და შესაბამისი არგუმენტაციის გარეშე შესყიდულია ძვირადღირებული ავტომანქანა, რომელიც სხვა ორგანიზაციაზეა გადაცემული, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ამ შესყიდვების განხორციელების აუცილებლობასაც, რადგან ასეთ ოპერაციებს სამინისტროს ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულებასთან არანაირი კავშირი არ აქვს. კერძოდ: 2012 წლის 9 ივლისს კვლავ გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით, შპს „აკასთან“ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით დაიდო ხელშეკრულება N561, ერთი ერთეული „მერსედეს S500-ის“ მარკის ა/მ-ის შესყიდვის შესახებ. აღნიშნული ა/მ-ის ღირებულება შეადგენდა 110.0 ათას ევროს.
შპს „აკას“ მიერ იმავე დღეს იქნა მოწოდებული ეს ა/მ, რისთვისაც 11 ივლისს გადაერიცხა 224.3 ათასი ლარი. მოპოვებული აუდიტორული მტკიცებულებით, აღნიშნული ა/მ შესყიდულია საქართველოს საპატრიარქოსათვის და მას გადაეცა კიდეც. აქედან გამომდინარე, სამინისტროსათვის ამ შესყიდვის განხორციელების არანაირი გადაუდებელი აუცილებლობა არ არსებობდა", – ნათქვამია აუდიტის დასკვნაში.
ამ პერიოდში შს მინისტრის თანამდებობაზე ბაჩო ახალაია მუშაობდა." დასრულება.
ამ ინფორმაციით ისიც გამახსენდა, რომ პატრიარქმა სამეგრელოს მწამებელთა სისტემის ერთ-ერთ ორგანიზატორი, მაშინდელი სამეგრელოს პროკურორი როლანდ ახალაია, ამ რამდენიმე წლის წინათ, მიშას ზეობის ხანაში, ეკლესიის ერთ-ერთი უმაღლესი ორდენით პირადად დააჯილდოვა.
აგრეთვე მინდა საპატრიარქოს მდივანს ბოტკოველს ვკითხო, ბმვ კერძო პირმა აჩუქაო საპატრიარქოს, რომ აცხადებს. არ აინტერესებთ რომ იქნებ ეს ბმვ-ც და სხვა კერძო შემოწირულობები საპატრიარქოსადმი, ვის მიერ არის განხორციელებული ან რა გზითაა ნაშოვი. იქნებ ეს თანხები ხალხის დატერორებით და ადამიანების დაყაჩაღებით იშოვა ეკლესიისადმი შემომწირავმა. ამიტომაც არ უნდა მიიღოთ კერძო ძღვენები და ეს კერძო ძღვენები გაჭირვებულებს უნდა დაურიგოთ. თქვენ საკმარისი ფული გაქვთ საპატრიარქოში, იმისათვის რომ ფუფუნებაში იყოთ, რადგანაც ყოველწლიურად საპატრიარქოს მილიონობით ლარს ურიცხავს სახელმწიფო. ასე დაიწყო შევარდნაძემ, თქვენი დაფინანსება და მიშამაც რამდენჯერმე გაგიზარდათ ეს თანხები, ეხლანდელი მთავრობისდანაც ფინანსდება საპატრიარქო ოფიციალურად. ამიტომაც კერძო შემოწირულობებს თავი დაანებეთ და გაჭირვებულ ხალხს დაურიგეთ სრულად.
პ. ს. რომ ჯდებით მაგ სხვის მიერ ნაჩუქარ მანქანებში, იქნებ ვინ გჩუქნით, იქნებ ჯაბა იოსელიანი გჩუქნიდათ, იქნებ უსამა ბენ ლადენი, ანდაც დედ ხასანი. არ უნდა იკითხოთ როგორ იშოვეს ამ ხალხმა ეს ამხელა ფული. ანდა რომც იკითხოთ სიმართლეს ხომ მაინც ვერ გაიგებთ ბოლომდე, რადგან ძნელია დღევანდელ დღეს ბოლომდე იმის გარკვევა ვინ როგორ იშოვა ფული.
This post has been edited by dani94 on 6 Aug 2013, 12:56