ასლან აბაშიძე საქართველოში დაბრუნდა
32- წლიანი პაუზის შემდეგ ბათუმში მოძრაობის - ”ღირსეული აჭარა ბიძინა ივანიშვილთან” დამფუძნებელი - ასლან ხუსეინის-ძე აბაშიძე ჩამოვიდა.
პირველი რადიოს ცნობით, გუშინ 22:00 საათზე ბათუმის აეროპორტში მას ახლობლები, ოჯახის წევრები და საზოგადოების წარმომადგენლები დახვდნენ.
აბაშიძემ ჩამოსვლის მიზეზად ქართველი ერის საკეთილდღეოდ საზოგადოებასთან შეხვედრა, მათი პრობლემების გაცნობა და შემდგომი სამოქმედო გეგმის დასახვა დაასახელა, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ მას პოლიტიკური ამბიციები არ გააჩნია.
„წინამორბედი ხელისუფლების საბოლოოდ დასამარცხებლად მზად ვარ ბიძინა ივანიშვილს დავეხმარო, თუმცა უკეთესი მომავლისათვის დამოუკიდებლადაც ვიბრძოლებ. აჭარაში 40 დღის განმავლობაში დავრჩები. საზოგადოებასთან პირველი შეხვედრა აეროპორტში უკვე შედგა. დღეს შეხვერდებს ქედის მუნიციაპლიტეტში, საკუთარი სოფლიდან, ცხემლადან დავიწყებ,“– განაცხადა ასლან აბაშიძემ.
ცნობისთვის, მოძრაობა - ასლან აბაშიძემ მოძრაობა ”ღირსეული აჭარა ბიძინა ივანიშვილთან” ორი თვის წინ დააფუძნა.
- See more at:
http://frontnews.ge/ge/news/2117#sthash.q2G4vhkW.dpuf