კონკრეტულად მაგ საიტთან დაკავშირებით ვერ გაგიზიარებ გამოცდილებას მარა ზოგადად ეგ არის "payday loan" სადაც საკომისიო ემატება ყოველდღიურად, მსოფლიოში კერძოდ კი ბრიტანეთში "wonga.com"-მა გახადა ეგ ბიზნესი პოპულარული. საქართველოში არის კიდე საიტი "vivus.ge" რომელიც არის რაღაც ლატვიური "4finance"-ის შვილობილი კომპანია. ეხა შევადარე და ვივუსი უფრო დაბალ საკომისიოს ადებს აშკარად მაგ. 300 ლარი 30 დღით emmascredit - 90 ლარი საკომისიო; vivus - 60 ლარი საკომისიო. არცერთის სერვისი არ გამომიყენებია, მაგრამ რაც გადავხედე ჩემი აზრით, როდესაც კრედიტზე უგზავნი მოთხოვნას ამოწმებენ შენს საკრედიტო ისტორიას და მაგის მიხედვით გაძლევენ, ანუ სავარაუდოდ უნდა გქონდეს ცხოვრებაში ერთხელ მაინც, რამე კრედიტი აღებული და დროულად დაფარული. კიდე, როგორც თვითონ წერენ საკრედიტო ლიმიტს გიზრდიან მეორეჯერ გამოტანისას... ხო კიდე ვნახე "fastcredit.ge" ანალოგიურია...
ეხა ჩემი რჩევა... ტიპიური ლახატრონია რა. მასეთი სერვისის აზრი ის უნდა იყოს რო თუ ბანკში ვერ გამოგაქ კრედიტი და ფული გჭირდება მანდ აიღო მარა ეგენი თუ გაძლევენ ბანკიც მოგცემს კი წერენ 15 წუთშიო და ა.შ. მაგრამ რეალურად თუ იგივე ბანკში არ გაქვს ანგარიში სადაც მაგათ ჩარიცხვა 24 საათის განმავლობაში ხდება... შაბათ კვირას თუ შეიტანე განაცხადი ორშაბათამდე არ დაგიმტკიცდება... მოკლედ "wonga.com"-ის ქართული ცუდად დაკოპირებული დუპლიკატებია ეგენი... თუ მართლა ძაან გჭირდება ფული მემგონი მასეთ თანხებს საახლობლოშიც ისესხებ... თუ მეგობრებს კლუბში/ბარში/რესტორანში მოგინდათ საღამოს წასვლა და მაგისთვის გინდა ფული მეორე დღემდე მაინც ვერ აიღებ... დანარჩენი დასკვნები შენთვითონ გამოიტანე

წარმატებები.