
ქართული რაგბის თემი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ
7 მარტს, 65 წლისა, გულის უკმარისობით გარდაიცვალა
გამოჩენილი ქართველი მწვრთნელი და მოთამაშე,
"ბურძგლად" ცნობილი გურამ მოდებაძე
დაიბადა ჭიათურაში. ცხრა წლის ასაკიდან ცხოვრობდა
ვაკეში, რიგის ცხრაში. დაამთავრა სამედიცინო ინსტიტუტი
და დიდ ხანს ექიმად მუშაობდა რკინიგზის სისტემაში
სპორტში (ფეხბურთი, კალათბურთი) ჭაბუკობიდან ჩაება.
რაგბში 22 წლისა მოვიდა. მალევე აიყვანეს საქართველოს
საუკეთესო გუნდ "ლოკომოტივში".
თამაშობდა ჰუქერად (იმხანად 1 ნომერი)
1972 წელს რკინიგზის გუნდმა საკავშირო პირველობაზე
მესამე ადგილი დაიკავა. გურამმა უმაღლეს ლიგაში თამაშს თავი
1977 წელს მიანება და მწვრთნელობას შეუდგა
"ბურძგლა" სხვადასხვა დროს ავარჯიშებდა საკლუბო გუნდებს
(სპი, თსუ, სამხატვრო აკადემია, ლოკომოტივი, ასკ, რუსთავი, გუმარი, დევები)
და ბევრი ცნობილი ოსტატი აღზარდა
1995-99 წლებში იყო საქართველოს "ბორჯღალოსნების"
მთავარი მწვრთნელი. მისი ხელმძღვანელობით ორჯერ
დავამარცხეთ რუსეთი და შევედით მსოფლიოს მოწინავე 25-ეულში,
რითაც 2000 წლიდან, დაფუძნებისთანავე, მოვხვდით "ერთა თასის" ელიტაში
ამ საუკუნეში რამდენიმე ვადით მუშაობდა აზერბაიჯანში
და დიდი წვლილი დასდო იქ რაგბის აღორძინებას
დაოჯახდა 1973 წელს. ორივე ვაჟი - შოთა და ირაკლი
მამის კვალს გაყვა და "ბორჯღალოსანი" გახდა
"ბურძგლას" ხსოვნა მარად იცოცხლებს რაგბის თემში
# ფოტოვე ამავე განყოფილებიდან,
რუსეთის პირველი ჯობნის 15 წლის თავზე
ხუთშაბათს 20 ოქტომბერს რაგბის პაბში# 1996 და 1998 არენა.ჯე’ზე
http://www.arena.ge/rugby/Geo-Rus%20%5B20....20Higlights.avi This post has been edited by Lukas & Nikos Mama on 7 Mar 2012, 19:12