#37429503 · 29 Jul 2013, 14:27 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ქსნის ციხეში ადვოკატი ნარკოტიკული ნივთიერების შეტანას ცდილობდა. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, , ადვოკატი ელზა მ. ნარკოტიკულ საშუალებას საშოში ინახავდა და ციხეში შესვლამდე გასავლელი შემოწმების შედეგად აღმოუჩინეს, რის გამოც დააკავეს. აღნიშნული ინფორმაციის გადასამოწმებლად "ინტერპრესნიუსი" სასჯელაღსრულების სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ აკრძალული ნივთის შეტანის მცდელობის ფაქტზე სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მუშაობს და შედეგები რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. "ადვოკატის მხრიდან, უკანონო საგნის შეტანის მცდელობა დაფიქსირდა, ჩხრეკისას ადვოკატს აკრძალული ნივთი აღმოუჩინეს. რა ტიპის დანაშაულს ჰქონდა ადგილი, ამას გამოძიება დაადგენს", - განაცხადა სახჯელაღსრულების სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა, ირაკლი კორძაიამ.
--------------------
10111100.10000001.11110000.00011111
I M M O R T A L
|