ახალი მედიაგადანაწილება დაიწყო
მედიაბაზარზე ახალი გადანაწილება იწყება. სიახლეების შესახებ ტელეკომპანიებში ჯერჯერობით ღიად არ საუბრობენ. " პრაიმტაიმის" ინფორმაციით უახლოეს მომავალში " რუსთავი 2-0ში"90 -პროცენტიანი წილის მფლობელები ძმები ყარამანაშვილები საკუთარ წილს გაყიდიან, მოლაპარაკებას კი ივანიშვილის გარემოცვასთან აწარმოებენ. ამის გარდა ივანიშვილის წარმომადგენლები კავკასუს ონლაინითაც არიან დაინტერესებულები. მოლაპარაკებები უკვე დასრულდა "მაესტროსა და ტელეკომპანია "ევრიკას " შორის . კომუნიკაციების ყოფილი მინისტრის ფრიდონ ინჯიას კუთვნილმა ტელეკომპანია "ევრიკამ "საპატრიარქოს არხთან ხელშეკრულება შეწყვიტა და ლიცენზია " მაესტროს" გადასცა.საუბარია იმაზეც რომ მალე "მაესტრო" "ევრიკას "შენობაში გადავა. "პრაიმთაიმის " ინფორმაციით ახალი ლიცენზიის გარდა მაესტრომ შესაძლოა მალე ახალი დაფინანსებაც მიიღოს. მოლაპარაკებები ამ თემაზე " მე9 არხის გენერალურ დირექტორთან ლუბა ელიაშვლითან მიმდინარეობს. მე-9 არხს ივანიშვილმა დაფინანსების სახით დამატებით 20 მილიონი ლარი გამოუყო. ამ თანხის ნაწილთ კი შესაძლოა "მაესტროსც " დაფინანსდეს.
- See more at:
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=72...h.e4vBe8Y9.dpuf