ქუთაისის მერს ოთხშაბათს იმპიჩმენტს გამოუცხადებენ?
2013-07-29 / 13:05:00
თეკლა მორგოშია
ქუთაისის მერს, დიმიტრი კოპალიანს შესაძლოა, ოთხშაბათს, 31 ივლისს ჩანიშნულ საკრებულოს სხდომაზე იმპიჩმენტი გამოუცხადონ.
ქუთაისის მერის იმპიჩმენტის საკითხს, newpress.ge-ის ინფორმაციით, საკრებულოს ფრაქცია \"საქართველოს პატრიოტთა ალიანსი\" დააყენებს.
წყაროს ინფორმაციით, კოპალიანს გადაყენების მიზეზად, მერიაში დაანონსებული კონკური იქნება, რომელიც ამ დრომდე ვერ შედგა.
newpress.ge-ის ინფორმაციით, დიმიტრი კოპალიანის გადაყენების შემდეგ, ქუთაისის მერის პოსტს, ვიცე–მერი კოტე ლომიძე დაიკავებს.
შეგახსენებთ, რომ დიმიტრი კოპალიანი მერის თანამდებობაზე საკონკურსო–საატესტაციო კონკურსის გზით, ქუთაისის საკრებულომ მიმდინარე წლის, 5 ივნისს დაამტკიცა. კოპალიანის კანდიდატურას მაშინ მხარი სწორედ \"პატრიოტთა ალიანისის\" წევრებმა დაუჭირეს.
დიმიტრი კოპალიანი ქუთაისის მერის თანამდებობის დასაკავებლად ამერიკიდან ჩამოვიდა. კოპალიანი \"ვარდების რევოლუციის\" შემდეგ ქალაქის რიგით მე–10 მერია.
აღნიშნული მასალა ეკუთვნის newpress.ge-ის რუბრიკა – Chat News, რუბრიკაში ხვდება ინფორმაციები, რომლებიც მოწოდებულია მოსახლეობისა და newpress.ge-ის მკითხველის მიერ და ის არ გამოხატავს საინფორმაციო სააგენტო newpress.ge-ს ოფიციალურ პოზიციას.
http://www.newpress.ge/index.php?page=4&staties_id=474ჩემი ინფორმაციით მერს მაშინ დააიმპიჩმენტებენ თუ ყოფილ ნაცებს რომლებიც ,,პატრიოტებში" გადავიდნენ არ დაუთმობს მერიაში ადგილებს, კონკურსი კი ფორმალური იქნება!
თუ არა და დააპაშოლებენ პოსტიდან.
ახლა გამოჩნდება ვისი კაცია კოპალიანი და რას ფიქრობს ქუთაისზე მთავრობა.
თუ საკრებულოს გაუიასნებს ეს მხოლოდ ცენტრალური ხელისუფლების მეშვეობით მოხდება, თუ არა და ქუთაისშიც ნაცებთან თანამშრომლობას გეგმავენ და იგი უბრალო პეშკაა ამ თამაშში.
This post has been edited by qutaiseli teroristi on 29 Jul 2013, 19:53