ეს უფრო სერიოზული ამბავია,ვიდრე თავხედი სამარშუტო ტაქსის მძღოლი.
რამდენიმე დღის წინ,ხუთშაბათს,საღამოს 8 საათისკენ მე და ჩემი მეგობარი პოლიკლინიკის უკან,9სართულიანი შენობა რომაა პირველივე,მეგობრობის 3 (არასოდეს დამავიწყდება მაგ ბინის ნომერი აწი

) მანდ შევესწარით ამბავს,
უცებ ეზოში 3წლამდე ბავშვს რაღაც გადაცდა თუ რავიცი რა მოუვიდა,მოკლედ დავინახეთ რომ ვეღარ ასულიერებდნენ,მამამისს ეჭირა ფეხებით და სახეში ურტყამდა,შეიკრიბა ხალხი,ატყდა წივილ-კივილი,
უცებ ვერ მივხვდით რა ხდებოდა და მაქს. ნახევარ წუთში დარეკილი მქონდა უკვე 112-ზე (ეგ ნომერიც აღარასოდეს დამავიწყდება ცხოვრებაში

)
უნდა ავღნიშნო რომ ოპერატორმა ერთადერთი ის მკითხა რა ნომერი კორპუსიაო და ვსიო,მეტი არაფერი,რომ იციან ხოლმე რამხელაა ბავშვი,გოგოა თუ ბიჭი და ა.შ-მსგავსი არაფერი,ვერ სუნთქავს მეთქი რომ ვუთხარი საკმარისი იყო.
ხო სანამ ეს სასწრაფო მოვიდოდა,რამე ხომ უნდა გვექნა,ბავშვის მამა არავის აკარებდა ბავშვს,დაათრევდა აქეთ-იქით,დედა კიოდა გაშავდა ბავშვი,მოკვდაო,
და დანარჩენი 40 კაცი დასდევდა კუდში ამ ქალს.
სასწრაფოში დარეკეო ერთმანეთს ავალებდნენ და ბოლოს არავის არ დაურეკია.
ნუ რამდენი წუთი შეიძლება ბავშვმა გაძლოს უჰაეროდ,სადღაც 2 წუთი იყო უკვე გასული და გამახსენდა რომ პოლიკლინიკის უკან ვდგევართ,შევაჭერი ამ პოლიკლინიკაში,დამხვდა დაცვა და ორი ექთანი,
რომ ვუთხარი რაც ხდებოდა მეთქი პირველადი დახმარება ხომ შეგიძლიათ,რაიმე გააკეთეთ-თქო,
აბა ჩვენ რა გავაკეთოთ,ყველა ექიმი წასულია უკვეო..
გამოვვარდი შევედი ავერსის აფთიაქში,
იქაც არავინ დამხვდა გამყიდველების გარდა,
იქვე კიდევ სტომატოლოგიურია, ახლა იმათთან მივედი,ორნი იყვნენ,იმათ ერთი ის რეაქცია ჰქონდათ რომ სკამიდან წამოიწიეს და აბა ჩვენ რა უნდა ვუქნათო იგივე მიპასუხეს,
რომ ავტეხე კივილი მეთქი თეთრი ხალათი რომ გაცვია და ხელოვნური სუნთქვის გაკეთება არ შეგიძლია,რა უბედურებაა მეთქი,ნუ მოკლედ
სანამ იმ საცოდავ ბავშვს არასწორად ასულიერებდნენ,
მე შემოვირბინე ყველა სამედიცინო პუნქტი,ალბათ 1 წუთი მოვუნდი მეტი არა და რომ მივედი სასწრაფოც მომყვა უკან,ბავშვი მოსულიერებული კი იყო უკვე,მაგრამ მაინც გააქანეს
მერე უკან მომყვნენ ის პოლიკლინიკის ორი ექთანი,მოსეირნობდნენ,აინტერესებდათ ალბათ მოკვდა თუ ისევ ცოცხალი იყო ბავშვი
რაც მე ისინი ვლანძღე,შეერგოთ,უნდა გენახათ როგორ ვიწევდი რომ გამეჩეჩა ორივე

მერე ორი საათი მიკანკალებდა ყველა ორგანო და სადაც ბავშვს დავინახავდი ყველას სახეზე ვაშტერდებოდი ხომ არაფერი სჭირს მეთქი

ხოდა რისი თქმა მინდა,
ხალხო,არ დაიბნეთ როცა ვინმეს ჯანმრთელობა საფრთხეშია,
ჯერ იმ ქალზე მომეშალა ნერვები,დედაზე,რომ კიოდა მოკვდა ბავშვი და მიმალავთო,იმის მაგივრად რომ რამე ექნა,
მერე იმ მამაზე,საერთოდ არაფერი რომ არ იცოდა და ბავშვს ლამის ფილტვები დაუხეთქა აქეთ-იქით პორწიალით და სახეში რტყმით,
მერე იმ 40მეზობელზე,სეირს რომ უყურებდნენ და სასწრაფოში ვერ დარეკეს,
მერე იმ ექთან-ექიმებზე,რომლებმაც საერთოდ დამაკარგვინეს წარმოდგენა თეთრხალათიანებზე,ისედაც არ ვიყავი დადებითად განწყობილი.
და საერთოდ, რა სიველურეა ექთნისგან პასუხად "ყველა ექიმი წასულია,8საათია უკვე და მე რითი ვუშველო?"