ბრატცი და დატცი, გილოცავთ პირველ აგვისტოს!
თუმცა, რა ვიცი, მოსალოცია ახლა ეს? კიდევ უფრო მოგვიახლოვდა შემოდგომა თავისი რუტინით: უნივერსიტეტი-სამსახური, უნივერსიტეტი-სამსახური
რა მალე გავიდა ზაფხულის პირველი ორი თვე
ეს თვეც მალე გავა: ჯერ კახეთისკენ წავალ, მერე ჩვენ მოდერატორს გავყვები პახოდში, მერე ცოტა ხანი თურქეთში და ფაფუ ზაფხული. წელს სავარაუდოდ ვერც ტობაზე ვახერხებ ასვლას და ვერც მყინვარწვერზე.
არა, საერთოდ მხიარული ადამიანი ვარ, მაგრამ აესე, ზოგჯერ შემომაწვება-ხოლმე კაეშანი და აგერ, გაგიზიარეთ. ბოლო-ბოლო უკვე 7 წელია გეურთიერთობებით ონლაინ-სივრცეში.

თან, პა ხოდუ, ამ წუთას ვზივარ დახუთულ პლეხანოვზე და უკვე სასტიკი ლომკა მაქვს მთების
თქვენც შეგიძლიათ დაწეროთ თქვენი დილის დარდები
მიმაგრებული სურათი