ამ კადრებზე თქვა ალბათ გამოქლიავებულმა პრეზიდენტმა --- გუნავა შესკდა მტერს სამეგრელოშიო
ჩემი აზრით კი ამ კადრებში არის ფაქტობრივი მტკიცებულებები --- გოროზიას და გუნავას მხრიდან სახელმწიფო ღალატის ჩადენის შესახებ
საქმე რაშია :
იმ მომენტისთვის როდესაც ეს კადრები არის გადაღებული , საქართველოში ხორციელდებოდა მტრის ჯარების შემოსვლა , ხდებოდა საქართველოს ოკუპაცია , საქართველო ომის მდგომარეობაში იყო რუსეთის ფედერაციასთან .
ამ დროს , საქართველოს ერთ-ერთი რეგიონის სამოქალაქო ხელისუფლების წარმომადგენელი , სამეგრელოს გუბერნატორი გოროზია და სამეგრელოს მვდ-ს უმაღლესი ჩინი , ოფიცერი გუნავა ( რომელიც შეიარაღებულია ავტომატური იარაღით ) , რომელიც არ არის განიარაღებული ---- ესაუბრება მტრის სამხედრო ხელმძღვანელს .....
უფრო მეტიც --- გუბერნატორმა გოროზიამ ( მის გვერდით ჩუმად დგას შეიარაღებული გუნავა ) , მოახდინა სამეგრელოს , საქართველოს ერთ-ერთი რეგიონის მტერზე უბრძოლველად ჩაბარება , როდესაც საქართველო სამხედრო დაპირისპირებაში იყო ცხინვალის ტერიტორიაზე მტერთან .
მაგ ვიდეოს 3:36 კადრებზე გოროზია პირდაპირ ბარდება მტერს --- ის ეუბნება სიტყვა-სიტყვით --- ...... ,, ჩვენ ვყელაფერზე მოვილაპარაკებთო , არავითარ პრობლემებს არ შეგიქმნითო .... ,,
ამიხსნას ვინმემ --- როდესაც ქვეყანა საომარ დაპირისპირებაშია მტერთან , ხოლო ქვეყნის ერთ-ერთი რეგიონის სამოქალაქო ხელისუფლების უმაღლესი პირი , მის წინ მდგარ ოკუპანტს ეუბნება --- მობრძანდით , ჩვენ არანაირ პრობლემებს არ შეგიქმნითო და ლამის რესტორანში პატიჟებს ------ რა ქვია ამას თუ არა ღალატი ???
როდესაც ქვეყანა ომის მდგომარეობაში არის , მტერი ახდენს შენი ქვეყნის ოკუპაციას , შენ ხარ ოფიცერი , არ ხარ დაჭრილი და მკვდარი , გაქ იარაღი , გაქ შესაძლებლობა გაანადგურო მტრის , ოკუპანტების უმაღლესი მთავარსარდლობის წარმომადგენელი , გენერალი ---- და არ აკეთებ ამას , რა ქვია ამას თუ არა ღალატი ???
დგას ეს ნაგავი გუნავა , ავტომატით , მის წინ დგას მისი ქვეყნის ოკუპანტი რუსი გენერალი --- ეს კი კამერების წინ პიარს აკეთებს , თქვენ ხომ დაბომბეთ საქართველოო , ანექსიას ხომ ახორციელებთო , რაზეც რუსმა გენერალმა უპასუხა თქვენც ხომ დაბომბეთ ცხინვალიო ---- ესე იგი ფაქტიურად მტერთან დისკუსიაში შევიდა .
ოფიცერი , რომელიც ომის დროს , იარაღით არის მტერთან პირისპირ და მტრის განადგურების მაგივრად , მასთან საეჭვო დისკუსიაში შედის --- ყველა კანონით არის ქვეყნის მოღალატე . ეს აპრიორია და არ საჩივრდება .
აღარაფერს ვამბობ , რომ საუბარში გუნავა ავლენს თავის აბსოლუტურ უვიცობას რუს გენერალთან საუბარში --- როდესაც ის ეუბნება , რომ თქვენ საქართველოს ანექსიას ახდენთო , რუსმა გენერალმა უპასუხა ეს ეგრე არ არისო
წარმოიდგინეთ , რუსი გენერალი იურიდიულად და დიპლომატიურად აბსოლუტურად მართალი იყო
ვინაიდან უვიცმა გუნავამ არ იცის სხვაობა ანექსიას და ოკუპაციას შორის --- იმ დროს რუსეთი ახდენდა საქართველოს ოკუპაციას და არა ანექსიას . ეს ორი დიამეტრალურად სხვა და სხვა ტერმინია .
ვიმეორებ :
გოროზია და გუნავა , ამ კადრების მიხედვით არიან სამშობლოს მოღალატეები .
გოროზია ---- დანებდა მტერს და უკანალის ლოკვა დაუწყო ოკუპანტს -- მობრძანდით ბატონო , ჩვენ ყველაფერზე მოვილაპარაკებთო , ჩვენ არანაირ პრობლემას არ შეგიქმნითო
ხოლო გუნავა , ოფიცერი , იარაღით ხელში --- მშვიდად უყურებს როგორ ნებდება გოროზია და მეომარი ქვეყნის ოფიცრის ვალდებულებაზე , ყველა საშუალებით ეომოს მტერს ამბობს უარს და რაღაც საეჭვო , არაფრის მომტან დისკუსიაში შედის მტერთან . ამ დისკუსიაშიც მარცხდება , ვინაიდან არ იცის იმ ტერმინთა განმარტება , რომლითაც აპელირებს .
ვიმეორებ კითხვას :
ოფიცერი , რომელიც ომის დროს , იარაღით არის მტერთან პირისპირ და მტრის განადგურების მაგივრად , მასთან საეჭვო დისკუსიაში შედის --- ყველა კანონით არის ქვეყნის მოღალატე .
არის ეს ასე თუ არა ?
შეგახსენებთ , ეს ყველაფერი ხდება 2008 წლის 9-10 აგვისტოს , როდესაც საქართველოს საომარ მოქმედებებს აგრძელებდა .
აქ არ უნდა ბაქა-ბუქი ---- არის ვიდეო და ამ ვიდეოში ასახული გაანალიზეთ და დადეთ პასუხი --- არის ეს ღალატი თუ არა ?
ვინმეს თუ გაუჩნდება ვერსია , რაღაც მოლაპარაკების --- ეგრევე ვპასუხობ , მოლაპარაკებებზე იარაღით არ დადიან
01.10.2012.