საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №937
2005 წლის 14 ნოემბერი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ი.ბ. სტალინის სახელმწიფო მუზეუმის შექმნის შესახებ
1. „მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის გათვალისწინებით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ი.ბ. სტალინის სახელმწიფო მუზეუმის ბაზაზე შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ი.ბ. სტალინის სახელმწიფო მუზეუმი (შემდგომში – მუზეუმი).
2. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ (გ. გაბაშვილი):
ა) განახორციელოს მუზეუმის სახელმწიფო კონტროლი;
ბ) უზრუნველყოს მუზეუმის დებულების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა.
3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ი. ჩოგოვაძე) უზრუნველყოს მუზეუმისათვის ი.ბ. სტალინის სახელმწიფო მუზეუმის ბალანსზე რიცხული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის წესით, ხოლო მოძრავი ქონების კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა.
მ. სააკაშვილი
https://www.matsne.gov.ge/index.php?option=...d=96244&lang=ge 
დიდგორ მოდი აქ გაგვეცი პასუხი
This post has been edited by 7-november on 30 Jul 2013, 22:01