ნაკვეთი არის შეკვეთილში. პალმების პლანტაცია რომ აქვს ივანიშვილს აი ეგ ჩასახვევია ტრასიდან. ზღვიდან დაცილებული ნაკვეთი არის მაქსიმუმ 60-70 მეტრით. ნაკვეთი არის 200 კვადრატული მეტრი. 10X20-ზე. ნაკვეთი არის ე.წ. მეორე ზონაში. ანუ ნაკვეთის წინ არის გზა, გზის მეორე მხარეს კიდე ნაკვეთი და პლიაჟი. ნაკვეთს ასევე გვერდიდან აქვს გზა რომელიც გადის პირდაპირ პლიაჟზე. ანუ 2 გვერდიდან აქვს გზა და მესამედან ჩემი ოჯახის წევრის ნაკვეთი. ნაკვეთი არის ფიჭვნარის შუაგულში.
41.965198,41.76311 ეს არის გოოგლე მაპსის კოორდინატები მიახლოებით.
ასევე ნაკვეთში არის დაწყებული სდამშენებლო სამუშაოები. ბალავერი არის სრულად დასრულებული. ზემოდან მობეტონებული და მზადაა კედლების ამოსაყვანად. პროეკტი და მშენებლობის ნებართვა რათქმაუნდა არსებობს და 2 წლის წინათ არის გაკეთებული.
აქვე დავდებ რამოდენიმე სურათს პროეკტისა. პროექტი ითვალისწინებს 2 იდენტურ 3 სართულიან სახლს საერთო კედლით. ბალავერი არის ძალიან კარგი ხარისხის. გათვლილია მინიმუმ 5 სართულზე! ასევე სახლს წინ რჩება ეზო დაახლოებით 3.5X10-ზე და უკან მხარეს 2.5X10-ზე!
ასევე შესაძლებელია ნაწილის გაცვლა გაყიდვაც.
რაც მთავარია ამ თემის გახსნის მიზანი არის რეალური ფასის დადგენა! ვიცი რომ აქ ბევრი კომპეტენტური ადამიანი შემოდის!




[B][/B][B]