ქოცმადიდებლურ პანთეონში რიგით მეორე ღვთაებაა ბატონი ხუხაშვილი, იგივე ხუხა ნათლისმცემელი.
მას ბატონმა ბიძინამ უბორკის მაგიური უნარი უბოძა, რის შემდეგაც იგი ბიზნესის უებრო დამლაგებელად ითვლება.
ცოტას თუ დაამატებთ, ურთიერთობებსაც დაალაგებს.
ხუხაშვილის ინსიგნია გასხივოსნებული კვერცხია, რომელსაც სასიცოცხლო ენერგიას თავად ანიჭებს.
მან ის იცის, რომ ყველაფერი იცის.
კონფიდენციალური წყაროს ცნობით, ბეკინას საცოლე ხუხაშვილმა გაუჩითა.
მადლიერმა გრუზინმა ხალხმა ხუხა ნათლისმცემელზე არაერთი ეპოსი შეთხზა.
მათ შორისაა „ხუხაშვილის მარჯვენა“, „დათა ხუხაშხია“ და „მე ვხედავ ხუხაშვილს“.
ჩვენამდე მოაღწია არაერთმა ბალადამ. ასე მაგალითად:
„ხუხა, ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა,
მიშისტებს კაცი მოუკლავთ,
საწყალი აგერ გორავსა“.
მისი ჰიპოსტასი სხვადასხვა დროს სხვადასხვა ხალხს ევლინებოდა, რათა ძნელბედობის ჟამს დუნია ეხსნა.
ხუხა ნათლისმცემლის ერთ-ერთი ალტერეგო ტილოზე აღბეჭდა რაფაელმა.

დასაბამი ესე ჭეშმარიტებისა იხილეთ ამა ლინკსა შინა:
ოცნებიზმი - ახალი რელიგიაპ.ს. ბოკო ჰარამზე დამიძახეთ.