#35166519 · 12 Feb 2013, 22:52 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ჰონგკონგი (ჩინ. 香港), ოფიციალურად ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჰონგკონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონი — ჩინეთის ავტონომიური ერთეული, დიდი ბრიტანეთის ყოფილი კოლონია სამხრეთ-ჩინეთის ზღვის სანაპიროზე. ადრე ჩინეთის ნაწილი იყო, 1841 წელს დაიკავა ინგლისმა. 1941-45 წლებში ოკუპირებულ იყო იაპონიის მიერ.
ჰონკონგი მსოფლიოს ყველაზე ლიბერალური ეკონომიკის ქალაქი და ფინანსებისა და ვაჭრობის უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ცენტრია. ყოფილი ბრიტანეთის კოლონია ამჟამად ჩინეთის ადმინისტრაციის ქვეშ იმყოფება „ერთი ქვეყანა, ორი სისტემა“ პოლიტიკური შეთანხმებით და მას შედარებით უფრო მაღალი დონის ავტონომია აქვს ჩინეთის სხვა რეგიონებთან შედარებით. მაგ. ის ინარჩუნებს საკუთარ ლეგალურ სისტემას, ფულად ერთეულს, საბაჟოს, საერთაშორისო ხელშეკრულებების მოლაპარაკების უფლებას და საიმიგრაციო კანონებს. მას საკუთარი საგზაო წესებიც კი აქვს - ტრანსპორტის მოძრაობა ბრიტანულ ყაიდაზე კვლავაც მარცხენა მხარესაა. ეროვნული თავდაცვისა და დიმპლომატიური ურთიერთობების უფლება-მოვალეობები გადაცემული აქვს პეკინის ცენტრალურ მთავრობას.
მიუხედავად ბრიტანეთის კანონებიდან ჩინეთისაზე გადასვლისა, რეგიონის ინგლისური სახელი ჰონ-კონგი ისევ ძალაში რჩება (კანტონური ვარიანტი), სიანგანგის ნაცვლად (მანდარინის ეკვივალენტი). ცხოვრებისთვის ყველაზე კომფორტულ ადგილად ჰონგ-კონგი დასახელდა ვანკუვერი და მელბურნი, რომლებიც წლების განმავლობაში ცხოვრებისთვის ყველაზე კომფორტული ქალაქების რეიტინგს ლიდერობდნენ წელს პოზიციები დათმეს.
Economist Intelligence Unit (EIU)-ის მიერ შედგენილ რეიტინგში, ცხოვრებისთვის ყველაზე კომფორტულ ადგილად ამჯერად ჰონგ-კონგი დასახელდა. ხოლო გასული წლის ლიდერები, ანუ ვანკუვერი და მელბურნი ამ რეიტინგში საერთოდ ვერ მოხვდნენ.
ექსპერტები აცხადებენ, რომ ასეთი როტაცია სავარაუდოდ შეფასების ახალ კრიტერიუმებს უკავშირდება. მაშ ასე მსოფლიოში ყველაზე კომფორტული ქალაქების შვიდეული ასე გამოიყურება: ჰონგ-კონგი, ამსტერდამი, ოსაკა, პარიზი, სიდნეი, სტოკოჰოლმი, ბერლინი, ტორონტო, მიუნხენი და ტოკიო.
|