#37458788 · 31 Jul 2013, 18:08 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გეგუთის კოლონიაში გარდაცვლილი პატიმრის მამიდა პროკურატურას ერთკვირიან ვადას აძლევს 17:52 31-07-2013 გეგუთის კოლონიაში გარდაცვლილი პატიმრის მამიდა პროკურატურას ერთკვირიან ვადას აძლევს გეგუთის კოლონიაში მომხდარი ინციდენტის დროს გარდაცვლილი პატიმრის, ლევან კორტავას მამიდა პროკურატურას მისი ძმის შვილის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიების შედეგების დასადებად ერთკვირიან ვადას აძლევს. წინააღმდეგ შემთხვევაში, 13 ივნისს გარდაცვლილი პატიმრის მამიდა, ხათუნა კორტავა პროტესტის უკიდურესი ფორმით იმუქრება. გარდაცვლილი პატიმრის მამიდა ღია წერილს სოციალური ქსელის მეშვეობით აქვეყნებს და პროკურატურის მხრიდან, გამოძიების გაჭიანურების მიზეზებზე საუბრობს. იგი ლევან კორტავას გარდაცვალებაში ციხის ადმინისტრაციას, კერძოდ, ყოფილ დირექტორს მალხაზ სინაურიძეს და გეგუთის კოლონიის ე.წ. მაყურებლებს ადანაშაულებს. "ინტერპრესნიუსი" ხათუნა კორტავას განცხადებას უცვლელად გთავაზობთ. "დრო გადის, მაგრამ ჩემი შვილის - ციხეში მოკლული 24 წლის ლევან კორტავას საქმის შესახებ ჯერჯერობით გაურკვევლობაა. მივმართავ საქართველოს გენერალურ პროკურორს არჩილ კბილაშვილს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის საქმეთა მინისტრს სოზარ სუბარს, ქალაქ ფოთის მაჟორიტარ დეპუტატს, ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს ეკა ბესელიას. სად არის თქვენი შეპირებული სამართალი?! თუ ისტორიები მეორდება და წინა ხელისუფლების მსგავსად ლევანის მკვლელებსაც გამოუჩნდნენ პროტეჟეები?! მაშინ რატომ გიკვირდათ წინა ხელისუფლების გაუხსნელი საქმეები?! სუბარი აცხადებს, რომ ამას გამოძიების შემდეგ იტყვის, კბილაშვილი აცხადებს, რომ 24 წლის პატიმრის, ლევან კორტავას სიკვდილს არავის აპატიებს. ბესელია გვპირდებოდა, რომ უკანონოდ დაპატიმრების ამბებს ფოთიდან მიყვებოდა და ამას საკუთარ თავზე აიღებდა. გეკითხებით სამივეს - რა გააკეთეთ ამ ხნის განმავლობაში და რა პასუხს გამცემთ?! სიმართლე ყველამ ვიცით. იცით, რომ ამ საქმეში ციხის ადმინისტრაციაა გარეული, რადგანაც გეგუთის ციხეში მიყვანიდან ორ საათში მოსპეს ბავშვი. არაფერი რომ არ ვთქვა იმაზე, რომ დაგვიანებით იქნა გადაყვანილი საავადმყოფოში. ციხის მაშინდელ უფროსს მალხაზ სინაურძეს გააჩნია საკმაოდ გავლენიანი ნაცნობ-ნათესაობა ამჟამინდელი მთავრობის წევრებთან და მაქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ სწორედ მის მიერ ხდება ამ საქმის დაბლოკვა. აბა რა იქნა ასეთი გამოუძიებელი ციხის ერთ ოთახში მომხდარი მკვლელობა?! თუ ამასაც იმდენი დრო უნდა, რამდენიც ყოფილი მთავრობის ცნობილ გაუხსნელ საქმეებს. თუ ეს ასე იქნებოდა, მაშინ რაღა საჭირო იყო ყბადაღებული რიტორიკა სამართალზე, რომელშიც თურმე ახლა ვცხოვრობთ. თუ სამართალი მხოლოდ შერჩევითი იქნებოდა, მაშინ რაღა შეიცვალა?! სუბარის განცხადებით, ციხეებს არ ჰყავს მაყურებლები. მე გისახელებთ გვარებს-გეგუთის ციხის მაყურებლები არიან კვანტალიანი ლაშა და ყეველიშვილი ზვიადი, რომელთაც აქვთ უშუალო შეხება ამ საქმესთან და თუ თქვენ ვერ იძიებთ, მე გაძლევთ მიმართულებას. ციხის უფოსი მალხაზ სინაურიძე და მისი ბანდის წევრები -უსაფრთხოების უფროსი, რეჟიმის უფროსი, ოპერი დღესაც თავისუფლად დათარაშობენ ქუჩებში, ეს ის ადამიანები არიან, ვისაც უშუალო წვლილი მიუძღვით ჩემი შვილის მკვლელობაში. საქმე გადაღეჭილია, რატომ არ იმყოფებიან ეს ადამიანები წინასწარ პატიმრობაში?! თუ სანამ სასამართლო არ ჩატარდება ლევანის მკვლელებმა უნდა იპარპაშონ?! და სასამართლოზეც ალბათ პირობით გაათავისუფლებენ მკვლელებს. ვაფრთხილებ ყველას!!! გაძლევთ ერთ კვირას, თუ არ გადაიდგმება გადამწყვეტი ნაბიჯი, მივმართავ პროტესტის უკიდურეს ფორმას, მოვიწვევ საერთაშორისო ორგანიზაციებს, მიმართვას გავუკეთებ ყველა აკრედიტებულ ელჩებს საქართველოში, ჩავრევ ყველა დონის საინფორმაციო წყაროებს, რომლებსაც შევწვდები. გპირდებით, მე თქვენ "გემრიელ" არჩევნებს არ ჩაგატარებინებთ!!!", - აღნიშნულია ხათუნა კორტავას მიმართვაში. 10 ივლისს, რადიო პალიტრის გადაცემა "რეზიუმეში" სტუმრობისას არჩილ კბილაშვილმა განაცხადა, რომ გამოძიების შედეგები მიმდინარე თვეში გახდებოდა ცნობილი, თუმცა ლევან კორტავას გარდაცვალების მიზეზებზე გამოძიების შედეგები ამ დრომდე უცნობია.
This post has been edited by The13thFloor on 31 Jul 2013, 20:45
|