20 წლის "ბაიკერის" საბედისწერო სიყვარული და ავარიის შემზარავი დეტალები (ექსკლუზივი)
დედამისმა შემომჩივლა, -შეყვარებულია, "ბაიკერი" გოგონა უყვარს, მის გარდა, არავის და არაფრის გაგონება არ უნდაო... მშობლებმა გული არ დაწყვიტეს და მასაც უყიდეს მოტოციკლი..
საშინლად დასახიჩრებული მოიტანეს მისი უსიცოცხლო სხეული. საბრალო ბიჭი, ულამაზესი იყო, ძალიან კოხტა, ლამაზად ჩაცმა უყვარდა, არაჩვეულებრივი თბილი ღიმილი ჰქონდა...
ეონამ თქვა, ყველაფერი ჩემი თვალით ვნახე, ოდნავ ვუსწრებდი და მთელ ტრაგედიას სარკიდან ვუყურეო... რუსთაველის გამზირზე შეკრებილან, სულ თორმეტნი ყოფილან... მთაწმინდისკენ მიმავალ გზას რომ გაუყვნენ, უკვე ღამე იყო. როგორც როგორც თეონა ამბობს, ბექას დიდი სისწრაფით მომავალი ავტომობილი თავიდანვე შეუნიშნავს და შეეცადა, არიდებოდა. ავტომობილიც თავის მხრივ შეეცადა თავის არიდებას და ისე მოხდა, რომ ორივე ერთი მიმართულებით გადავიდა... ბექას შეჯახების ტალღამ რამდენიმე მეტრზე გადაისროლა. თანაც, ავტომობილთან დაჯახების მომენტში მუზარადი მოძრობია და ხეს ამის მერე შესკდომია... ავტომობილში ოთხნი ისხდნენ, ისეთი მთვრალები იყვნენ, ერთმანეთს ძლივს ცნობდნენ. ჯერ გინება დაუწყიათ - ამათი ბაიკერი დედა, ეს რა გვიყვესო. მერე ერთმანეთისთვის დაუწყიათ გადაბრალება, არა, შენ იჯექი საჭესთან, არა შენო, თუმცა როგორც ამბობენ, საჭესთან პარლამენტარი გიგი წერეთლის შვილი იჯდა, თუმცა მე ხელს ვერავის დავადებ... ამასობაში სასწრაფოც მოსულა... თეონას ჯერ კიდევ იმედი ჰქონია, რომ ბექა ცოცხალი იქნებოდა, მაგრამ სასწრაფოს ექიმებს უნახავთ თუ არა, მაშინვე ლენტები გადაუკრავთ. საბრალო დედამისი და და გიჟებს გვანან, დედა სიმწრისგან იატაკზე გორავდა, შვილს როგორც ცოცხალს, ისე ეჩხუბებოდა, ეს რა გამიკეთე, როგორ დამღუპე, რატომ ამოიჩემე ეს დასაწავი მოტოციკლეტიო, მიცვალებულის სასახლეს მუშტებიც კი დაუშინა... ახლა ლოგინად ჩავარდა, საბრალო მამამისს კი ცრემლი აქვს გაშრობილი, მოკუნტული ზის და ხმას არ იღებს. არც კი ვიცი, როგორ გადაიტანს ეს ოჯახი ამ ტრაგედიას.
http://www.kvirispalitra.ge/public/18114-2...eqskluzivi.html