ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი აშშ-ის ელჩს დახურულ კარს მიღმა შეხვდა, სადაც საუბარი ძირითადად წინა საარჩევნო ვითარებას შეეხო. ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი "ალია" ავრცელებს.
"იმას რასაც ხელისუფლება აპირებს, არ შეიძლება ეწოდოს არჩევნები. ეს არჩევნები არ იძლევა არანაირ გარანტიას, რომ შეფასდეს, როგორც ლეგიტიმური და სამართლიანი მოვლენა",- აღნიშნა შეხვედრაზე ნათელაშვილმა.
ასევე, გაზეთ "ალიასთან" ნათელაშვილი, საუბრობს იმ მცირე დაფინანსებაზე, რომელიც მისმა პარტიამ მიიღო.
"არ შეიძლება საარჩევნო კომისიას "ოცნების" და "ნაცების" წარმომადგენლები ერთდროულად მართავდნენ. მე რაც გადმომიგდეს, დავთვალეთ და მხოლოდ ოფისის კომუნალურ ხარჯებს ყოფნის. 4000 ლარს მარტო ელექტროენერგიაში ვიხდი. 20 წელია სისხლს ვასხამთ და ფაქტობრივად, ფინანსების გარეშე დაგვტოვეს, რაღა დაგიმალოთ და სწორედ ამის გამო ვერ დავდივარ რაიონებში, არადა შეხვედრები აქამდე უნდა დამეწყო". - განაცხადა ნათელაშვილმა.
მისივე თქმით, აღნიშნული თემა მხოლოდ უსუფაშვილისთვის დაიხურა, რადგან მისმა პარტიამ 700000 "დაითრია".
http://timer.ge/11347-shalva-nathelashvili...0-daithria.html