გამარჯობათ, არ ვიცი ესეთი თემა თუ იყო, ვერ ვიპოვე.
მოკლედ ჩემი ნათესავი დაიჭირეს "პლანზე", (სახლში ინახავდა) საპროცესოთი გამოვიდა, ეხლა კვირაში ერთხელ მიდის თითის ანაბეჭდის დასატოვებლად. კიდევ უნდა იაროს წელიწად ნახევარი.
მაქვს ასეთი კითხვა:
1. თუ არის შესაძლებელი ეს წელიწადნახევარი რომ შეუმცირდეს? ანუ ბიჭი მუშაობს და მის მერე არაფერი აღარ დაუშავებია

2. მანქანა უნდა ჩამოუვიდეს და მართვის მოწმობის აღება უნდა, ხოდა რამდენი ხანი ვერ შეძლებს ამ მართვის მოწმობის აღებას და თუ შეიძლება რამენაირად დაჩქარდეს ეს პროცესი?
ძალიან მადლობელი ვიქნები თუ ვინმე კომპეტენტურ პასუხს მომწერს