
აქემენიანთა იმპერიის დროშა
აქემენიანების იმპერია (დიდი სპარსული იმპერია) - წარმოიშვა ირანის ტერიტორიაზე ძვ. წ. 558 , ხოლო გაანადგურა ალექსანდრე მაკედონელმა ძვ. წ. 330 წელს. სპარსული სახელმწიფოს სათავეში აქემენიანთა დინასტია იყო.
ირანის პლატოზე ინდო-არიული ტომები პირველად ძვ. წ. X საუკუნეში გამოჩნდნენ. მანამდე აქ არა არიული ხალხი ელამები ცხოვრობდნენ, რომლებიც დრავიდებს ენათესავებოდნენ. ძვ. წ. VIII საუკუნის ბოლოს დაიწყო სპარსების სახელმწიფოს ჩამოყალიბება. ტრადიციისამებრ პირველი სპარსული დინასტიის ფუძემდებლად ითვლება ხახამანიში. მისი უახლოვესი ჩამომავლების შესახებ მხოლოდ ბუნდოვანი ცნობები შემორჩა. გავრცელებული ვერსიის თანახმად, ჩიშპიშის შემდეგ სპარსებს ორი დინასტია (უფროსი და უმცროსი) ჰყავდათ. უფროსი მართავდა ელამთა დედაქალაქში - არშამაში, სად მართავდნენ უმცროსი დინასტიის წარმომადგენლები, უცნობია. ამ ორი შტოს ურთიერთობის შესახებ არანაირი ცნობები არ არსებობს. ცნობილია მხოლოდ რომ, უმცროსი აქემენიდები ძვ. წ. VI საუკუნის შუა პერიოდიდან აღარ ითვლებოდნენ მეფეებად.

აქემენიანთა იმპერია მაქსიმალური გაფართოვების დროს
იმპერიის აღზევება დაიწყო მეფე კიროსის დროს რომელმაც სპარსეთს მიდია შეუერთა, დაიბყრო ბაბილონი და ძლიერი იმპერია შექმნა.
კიროსმა შეძლო ერთმანეთთან შეერწყა გამარჯვებულთა და დამარცხებულთა წეს ჩვეულებები. მან სათავე დაუდო დიდ სპარსულ იმპერიას. დიდგვაროვანი ბელადები სახელმწიფო სამსახურში ჩადგნენ. კიროს II-ის მემკვიდრის კამბიზ II - ის(530-522) დროს სპარსელებმა დაიპყრეს ეგვიპტე. მალე მათი სახელმწიფო უზარმაზარ იმპერიად იქცა. რომელიც გადაჭიმული იყო ცენტრალური აზიიდან მაკედონიამდე. ამ იმპერიაში შედიოდა სპარსულ იმპერიამდე გაცილებით ადრე შექმნილი სახელმწიფოები ( მცირე აზიის ოლქები, ელამა, ბაბილონი, სირია , ფინიკია , ეგვიპტე. ) და მეორეს მხრივ გაცილებით დაბალ საფეხურზე მყოფი არაბული და სკვირთული ტომები . ამ მიზნით დაპყრობილ ქვეყნეში სახელმწიფო მმართველობის სისტემის შექმნისას სპარსელები დიდ პრობლემებს წააწყდნენ. თუმცა მათ გარკვეულ წარმატებებსაც მიაღწმიაღწიეს. თავდაპირველად კიროსმა და კამბიზმა შეინარჩუნეს ადგილობრივი მმართველობის სისტემა.
თუმცა დარიოსმა მაინც გაატარა ახალი ტერიტორიულ-ადმინისტრაციული რეფორმა და ქვეყანა სათრაპიებად დაყო. ძველი ბერძენი ისტორიკოსი ჰეროდოტე ჩამოთვლის 20 სატრაპს და 70 ეთნიკურ ჯგუფს რომლებიც აქემენდთა იმპერიაში ცხოვრობდნენ. ახალი ადმინისტრაციული ოლქების სათავეში იდგნენ სატრაპები ამ თანამდებობებზე სპარსელები ინიშნებოდნენ. დარიოს I-მა ერთმანეთისგან გამიჯნა სატრაპების და მხედარმთავრების ფუნქციები. სატრაპები სამოქალაქო ფუნქციებსაც ასრულებდნენ. მხედარმთავრები კი უშუალოდ მეფეს ემორჩილებოდნენ. მან ასევე დააგო გზები მთელი იმპერიის მასშტაბით. მათ შორის ყველაზე დიდებული სამეფო გზა, რომელიც სუსადან დასავლეთით სარდესამდე მიდიოდა მისი სიგრძე დაახლოებით 2700 კილომეტრი იყო. ამ გზის გასწვრის მრავალი სავაჭრო ფუნდუკი და დასასვენებელი სახლი აიგო.
დარიოსი მეზობელ ხახლხებს რელიგიასა და ტრადიციებს უნარჩუნებდა თუ ისინი გადასახადებს გადაიხდიდნენ. ამის შედეგად მან უდიდესი სიმდიდრე მოიხვეჭა.
დარიოსმა ასევე შექმნა ძლიერი საიდუმლო პოლიციის აპარატი, რომლებიც სათრაპებსა და სხვა წარჩინებულებს უთვალთვალებდნენ და მეფეს მათ ყოველ ნაბიჯს აცნობებდნენ.

მეფის გვარდიის "უკვდავნი"-ს მებრძოლი
დარიოსმა ასევე შექმნა იმპერიის უძლიერესი სამხედრო დანაყოფებისაგან შემდგარი მეფის პირადი დაცვა, რომელთა რიცი ყოველთვის 10 000 უნდა ყოფილიყო(არც ამაზე მეტი და არც ნაკლები). ისინი წარმოადგენდნენ იმპერიის საუკეთესო და ყველაზე ბრძოლისუნარიან არმიას.
საერთოდ აქემენიანთა იმპერია ემყარებოდა ჯარს. ამიტომ ქვეყანა დაყოფილი იყო სამხედრო ტოპარქიებად რომელთა რაოდენობა ხშირად იცვლებოდა მაგრამ მათი რაოდენობა ყოველთვის ჩამორჩებოდა სატრიპების რაოდენობას. ჯარში ძირითადად მსახურობდნენ სპარსელები და მიდიელები, ჯარი შედგებოდა კავალერიის და ქვეითი ნაწილებისგან. კავალერიის რეკურტირება ხდებოდა დიდგვაროვნებისაგან ქვეითი ძალის კი მიწათმოქმედებისგან. ასევე ომების დროს სპარსეთის იმპერიის ძალებს აძლიერებდნენ დაბყრობილი ხალხების საჯარისო ნაწილებიც.

აქემენიანი მსუბუქი მხედარი
ამ უზარმაზარი იმპერიის ცენტრად და ძლიერების სიმბოლოდ იქცა აქემენიანთა სატახტო ქალაქი პერსეპოლისი,ეს ქალაქ სასახლე აშენებული იყო უზარმაზარ ხელოვნურ ტერასზე და დაჰყურებდა დაბლობს.თითქმის მიწასა და ზეცას შორის იყო გამოკიდებული.ქალაქში შედიოდა ფართო სადღესასწაულო კიბე რომელიც მორთული იყო 33 ხალხის რელიეფით რომლებსაც ხარკი მიჰქონდათ მეფესთან . უზარმაზარი კარიჭო ხსნიდა გზას აპადანისაკენ იმდროისთვის ყველაზე დიდ სასახლისკენ. დარბაზში 10 000 კაცი ეტეოდა. პერსეპოლისში ინახებოდა იმპერიის საგანძური. ქალაქიდან კი გადიოდა უამრავი გზები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. გზების ყოველ 20 კმ ში იყო სასტუმრო და საფოსტო სადგური იყო.კიროს II-ის დროიდან სახელმწიფო კანცელარიაში იყენებდნენ არამეულ ენას. რომელზეც ლაპარაკობდნენ ახლო აღმოსავლეთში მოსახლე მრავალრიცხოვანი სემიტური ტომები. დარისოს II-ის რეფორმების შემდეგ ეს ენა ოფიციალურად იქცა კანცელარიების ენად.

პერსოპოლისის სამეფო სასახლის ნანგრევები

პერსოლოლისი (რეკონსტრუქცია)
ქრ.შ-მდე V საუკუნეში მცირე აზიის ბერძნული ქალაქები აქემენიანებს ემორჩილებოდნენ. მაგრამ ამ ტერიტორიებზე ბევრი იყო აჯანყებები.აქემენიანებს მიაჩნდათ რომ თავიანთი იმპერიის განსამტკიცებლად საჭირო იყო ბალკანეთის ნახევარკულის დაპყრობა. რომელზეც ბერძნული ახალშენები მდებარეობდა მათგან ყველაზე განვითარებული იყი ათენი და სპარტა. აქემენიანთა მონარქმა ქსერქსემ(486-465) წამოიწყო ლაშქრობა ბერძენთა წინააღმდეგ. მაგრამ 490 წელს მარათონთან ბრძოლისას, 480 წლის სალამინის საზღვაო ბრძოლაში, 479 წლის პლატეასთან ბრძოლაში და იმავე წელს მიკალის კონცხთან საზღვაო ბრძოლაში ბერძნებმა დაამარცხეს სპარსელები და აიძულეს უარი ეთქვათ საბერძნეთის დაპყრობის გეგმაზე. ქრ.შ-მდე 449 წელს დაიდო საზავო ხელშეკრულება . მაგრამ ამის შემდეგაც სპარსეთი აქტიურად ერეოდა საბერძნეთის საქმეებში განსაკუთრებით პელოპონესის ომის დროს.

300 სპარტელისა და სპარსელთა შეტაკება
აქემენიანთა სამეფო კარის ინტრიგებმა,სახელმწიფო გადატრიალებებმა,დაპყრობილი ხალხების პერიოდულმა აჯანყებებმა,სატრაპთა სეპარატისტულმა მიდრეკილებებმა დაასუსტა იმპერეია და მას აღარ ეყო ძალა გამკლავებოდა ახალ მეტოქეს მაკედონიას ძვ.წთ.აღ 334 წელს მაკედონურ-ბერძნული არმია შეიჭრა აქემენიანთა იმპერიაში და რამდენიმე წელიწადში სასტიკად გაანადგურა. აქემენიანთა იმპერიამ არსებობა შეწყვიტა. იმპერიის დამხობა გარდაუალი აღმოჩნდა მიუხედავად იმისა რომ სახელმწიფოს აურაცხელი სიმდიდრე და ჯარი ჰყავდა .

ალექსანდრე მაკედონელი და დარიოს III (აქემენიანთა იმპერიის უკანასკნელი მეფე) გავგამელას ბრძოლის დროს.
This post has been edited by ivery on 1 Aug 2013, 21:57