"დიდი სიყვარულით დავქორწინდი და არაფერს ვნანობ..."
რას ურჩევს თაკო ჩხეიძე ქართველ დედებს და რას გეგმავს მათთვის სტიმულის მისაცემად
პირველად დედა 19 წლისა გახდით. ამ დროს სამოდელო საქმიანობა უკვე დაწყებული გქონდათ...
- დიახ, 17 წლის გავთხოვდი და 2 წელიწადში სერგი გამიჩნდა. მაშინ პატარა ვიყავი და ბევრ რამეს ვერ ვაცნობიერებდი, მაგრამ დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი. ეს გრძნობა, ზოგადად, ბავშვობიდან მომდევს. 2000 წელს ჩემთვის ორმაგად ბედნიერი იყო: დედაც გავხდი და კარიერაშიც წარმატება მქონდა. სერგი 5 თვის იყო, როცა საქართველოში გამართულ კონკურსზე გავიმარჯვე და წლის საუკეთესო მოდელი გავხდი. მოგვიანებით, ამავე წელს, სტამბოლში "მსოფლიოს საუკეთესო გრაციად" დამასახელეს. გაოცებული იყვნენ და არ სჯეროდათ, რომ 19 წლისას უკვე 6 თვის ბავშვი მყავდა. ეს უცხოელებს უკვირდათ, თორემ საქართველოში ნაადრევად გათხოვება უცხო ხილი არ არის: გარშემო ბევრ ჩემს მეგობარს ჰყავდა ამ ასაკის ბავშვი.
http://www.kvirispalitra.ge/public/18129-t...-gachenaaq.html