3 რესტორანი, ოქროს საკურთხეველი და ეკლესია ვაგონში- რით მგზავრობს რუსეთის პატრიარქი
პატრიარქი კირილი რუსეთის გაქრისტიანების 1025 წლის იუბილესთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიებებზე დასასწრებად საკუთარი მატარებლით გადაადგილდებოდა.
რუსეთის მედიაც კი გაკვირვებულია, რომ ჟურნალისტებს პატრიარქის ფეშენებელური მატარებლის გადაღების საშუალება მიეცათ.
20 ვაგონიან მატარებელში სრული კომფორტია. ერთ-ერთ ვაგონში კი ეკლესიაა განთავსებული ოქროს საკურთხევლით.
როგორც ჟურნალისტებს მატარებლის გამცილებელმა განუცხადა ერთ-ერთ ვაგონში პატრიარქის მოსასვენებელია განთავსებული.
"კირილის ვაგონი შტაბივითაა, გრძელი მაგიდა დგას სადაც თავისიანებს იკრებს. აქვს სააბაზანო, ჰიგიენის მოსაწესრიგებელი ოთახი, სამზარეულო. პატრიარქს თავისი შეფ-მზარეულიც თან დაჰყავს.
პატრიარქის ბრონირებულ მატარებელში სამი რესტორანია, ბარი და სილამაზის სალონიც კი.


