მოკლედ, დამისვეს დიაგნოზი- დისკის პროტრუზია. მილიმეტრაჟი არ მიწერია, საოპერაციო არააო. ვიკეთებ დაჭიმვებს და კიდე რაღაც პულსს, დადებითი პროგრესი შემენიშნება
ნევროლოგმა მხოლოდ ფიზიოზე გამიშვა პლიუს წამლები.
ზოგი მეუბნება რომ ცურვა ჯობია, ზოგი იოგა, ზოგი ვარჯიშები (წინ ვერ ვიხრები ეს ოხერი, რა ვარჯიშები), ზოგმა მასაჟიო (მცოდნე სად ვიშოვო ეგეც არ ვიცი). დაბნეული ვარ კაპიტალურად, ნევროლოგს ორი სიტყვა ძლივს დავტყუე და ისიც არ მითხრა რა მეშველება ან გამივლის თუ არა
ვინმეს თუ გქონიათ მსგავსი დიაგნოზი და რას/როგორ მკურნალობდით არ დამიმალოთ რა
პ.ს. ვინაიდან მე ძალიან მშიშარა ვარ, მოერიდეთ პროგნოზებს- მოკვდები დადამბლლავდები და დაკოჭლდები, ან "მამიდაჩემის დაქალს ჭირდა და მოკვდა".