ესტონეთ-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის ანდერს ჰერკელის განცხადებით, "სტალინის ძეგლის აღდგენა საქართველო-ესტონეთის თანამშრომლობის განვითარებას შეანელებს".
"მეეჭვება, დასავლეთში საქართველოს მოკავშირეებმა ეს გაიგონ, ეს მოვლენა უარყოფითად აისახება ესტონეთის საქართველოსთან თანამშრომლობაზეც, რომელსაც საქართველოს ახალი ხელისუფლება აქამდე ნაყოფიერად მიიჩნევდა", - განაცხადა ჰერკელმა სააგენტო "BNS"-თან საუბრისას.
როგორც ცნობილია, საქართველოს კულტურის სამინისტრომ განაცხადა, რომ გორში სტალინის ძეგლის აღდგენის განკარგულება არ გაუცია, თუმცა ჰერკელის თქმით, ძნელი დასაჯერებელია, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები ქვეყნის ცენტრალური ხელისუფლების თანხმობის გარეშე მიიღება.
"ეს არადამაჯერებელია, რამდენადაც საქართველოში არცერთი ადგილობრივი თვითმმართველობა საკუთარი პასუხისმგებლობით არ აკეთებს იმას, რაც ცენტრალურ ხელისუფლებას არ მოსწონს, ყოველ შემთხვევაში, ასეთ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით", - განაცხადა ჰერკელმა.
ამასთან, ესტონეთ-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის თქმით, დღეს უკვე არსებობს საზოგადოებრივი აზრი, რომ ერთადერთი სწორი ადგილი მსგავსი მონუმენტებისთვის მუზეუმია, რომელიც კომუნიზმის დანაშაულებებზე მოგვითხრობს.
შეგახსენებთ, რომ გორში სტალინის ძეგლი 21 დეკემბრამდე აღდგება.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, გორში სტალინის ძეგლის განთავსების შესახებ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 2010 წელს იყო მიღებული.
"მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს გორში, სტალინის სახელმწიფო მუზეუმის ტერიტორიაზე, სტალინის ქანდაკების დადგმის ნებართვა გაცემულია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ, სინამდვილეს არ შეესაბამება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას წარმოადგენს.
სტალინის ქანდაკების გორში განთავსებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებულ იქნა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ჯერ კიდევ 2010 წლის 16 ივნისის #29 განკარგულებით.
2013 წლის 28 ივნისს, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წერილის საპასუხოდ, საკრებულოს მიერ შერჩეული ქანდაკების განთავსების ორი სავარაუდო ადგილიდან სამინისტრომ მხოლოდ ტექნიკური სახის რეკომენდაცია გაუწია პროექტის იმ ვერსიას, რომელიც ქანდაკებას მოიაზრებს, როგორც ექსპონატსა და სამუზეუმო კომპლექსის შემადგენელ ნაწილს (ქოხი, სადაც დაიბადა სტალინი, საგამოფენო სივრცე და სტალინის ვაგონი).
აქვე ხაზგასმით გვინდა, აღვნიშნოთ, რომ გადაწყვეტილება სტალინის ქანდაკების გორში დადგმასთან დაკავშირებით სცდება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს უფლებას და ის მხოლოდ გორის მუნიციპალიტეტის პრეროგატივას წარმოადგენს.
სამინისტრო მუშაობს სტალინის სახელმწიფო მუზეუმის ახალ კონცეფციაზე, რომლის განხორციელება დამთვალიერებლისათვის კიდევ უფრო თვალსაჩინოს გახდის საბჭოთა რეჟიმის სისასტიკეს", - აღნიშნულია კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს განცხადებაში.
http://pirweli.com.ge/?menuid=9&id=38949რატო დგავს ეს მთავრობა ყველა ანტიქართულ ნაბიჯს?
21-ე საუკუნეში სტალინის ძეგლის აღმართვა ვის ტვინში მოიხარშა?