მინდოდა
ლითონის საღებავი სახურავისათვის, კერძო სახლის სახურავის შესაღებად. რამდენიმეჯერ სხვადასხვა კრასკა იყო გამოყენებული, და არცერთმა არ გაამართლა, ყველა აძვრა ერთ-ორ წელში, არადა გამყიდველებისგან ნათქვამი იყო ასეთი რამეები რომ "მე მაქვს შეღებილი ამითო" და "უეჭველი გაგიძლებსო" და ა.შ. და უამრავ ადამიანს აქვს ეგ პრობლემა.
ზოგს აწერია რუსულიაო, არადა მხოლოდ გარეთა კოლოფი არის რუსული, ხოლო შიგნით სხვა საღებავს ასხამენო და მოკლედ, რომელი არის ხარისხიანი კრასკა ვერ გაიგებს კაცი.
ვინმეს თუ გამოგიყენებიათ და იცით, რომელია
ხარისხიანი საღებავი ? (მაგალითად, სოფელში თუ შეგიღებიათ სახურავი, ისე რომ ძალიან დიდი ხანი გაძლოს, ასე ~15-20 წელი)..
ნუ, ინტერნეტში მრავალი მაღაზიაა, აგერ მხოლოდ ერთი-ორს ჩამოვწერ, (მარა არ გამომიცდია არცერთი..)
1)
საღებავები ;
2)
artdecor საღებავები3)
კაპაროლი4) NIRLAT -ის საღებავები - შპს «ლინარტ» ( გორკის ქ. 10; 96-67-00; 899-11-12-45; 899-48-62-54 )
5) და უამრავია კიდევ ინტერნეტში...
რჩევები ინტერნეტიდან :
*სახურევებისათვის ასევე იყენებენ თვითწებვადი(გახურების გზით) ჰიდროსაიზოლაციო მასალებს:
ბიტუმის მასტიკა,
პოლიმერული მემბრანები და ა.შ.
*მესერის ლითონის დეტალების შესაღებად, როგორც წესი, იყენებენ ასფალტის, ბიტუმისა და კუპრის ლაკებს. სამწუხაროდ, ყველა ეს საღებავი შავი ფერისაა.
*ლითონის შეღებვა ასევე შეიძლება სილიციუმის ორგანული, კაუჩუკის, ფენოლის, ვინილქლორიდისა და ზოგიერთი სხვა საღებავებით. მხოლოდ აუცილებელია თვალი მიადევნოთ, რომ საღებავის მარკის პირველი ციფრი, ასოების შემდეგ, იყოს 1, რაც ნიშნავს, რომ საღებავი გარე სამუშაოებისთვისაა განკუთვნილი.
This post has been edited by SamaraT on 3 Aug 2013, 10:09