#37494522 · 3 Aug 2013, 17:40 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
" ფული მომეცით, ქალბატონო და უარი არც გაბედოთო. მეც მორჩილად ამოვიღე ჩანთიდან ლარიანი და გავუწოდე. რა იყო, ამაზე მეტი არ მოგცა ბიძინამო, მითხრა, მერე კი მეც და იქ მდგომ საზოგადოებასაც გვარიანად შეგვიკურთხა და სულ ბიძინას მონები გვეძახა. როცა გამომძალველი მორიგი მსხვერპლის დასაზვერად გაეშურა, იქ მდგომ ადამიანებს მივმართე, პოლიცია აქვეა, არ მივმართოთ-მეთქი? ქალბატონმა, რომელმაც მათხოვრისთვის ფულის მიცემა მირჩია, მიპასუხა: "აქვე ვცხოვრობ, ტელევიზიის გვერდით, პოლიციის შენობის უკან. რაც ახლა ნახეთ, ასეთი სურათის მოწმე ყოველდღიურად ვხდები. ორ-სამ კაციანი ჯგუფები სწორედ პოლიციის წინ სკვერში მჯდომ ქალბატონებს სძალავენ ფულს. უარის შემთხვევაში ლანძღვა-გინებით იკლებენ და არც ფიზიკურ შეურაცხყოფას ერიდებიან. ჩემი აზრით, ეს ყველაფერი გამიზნულად ხდება"...
მართალია ვითომ? მე ჯერჯერობით არ მქონია ეგეთი შემთხვევა, მინდა რომ მქონდეს
This post has been edited by elpiteII on 3 Aug 2013, 17:41
|