#37494689 · 3 Aug 2013, 18:04 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
თავისუფლების და დემოკრატიის განვითარების ინსტიტუტის" აღმასრულებელი დირექტორი თეა თუთბერიძე შაშკინს პასუხობს და აცხადებს, რომ პასუხს აგებს თავდაცვის სამინისტროში ჩადენილი საქმიანობისთვის და განათლების რეფორმის დასამარებისთვის.
"აი, ამისთანებს, ამ ხელისუფლებამ არა, ჩვენ მივხედავთ, როცა დრო დადგება და ვაძლევ გარანტიას ამ ვაჟბატონს რომ ეს დრო აუცილებლად დადგება. ასევე ვაძლევ გარანტიას, რომ პასუხს აგებს იმისთვის, რაც თავდაცვის სამინისტროში აკეთა ბაჩო ახალაიას შსს-ში გადაყვანის შემდეგ, როცა ეს იქ მიაბრძანეს (რაც აქამდე საჯარო არ გამხდარა). განათლების რეფორმის დასამარებისთვისაც მოეთხოვება და კიდევ ბევრი სხვა რამისთვის. ეხლა უბრალოდ ამ ყველაფრის არც დროა და მეც ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საქმეები მაქვს", - წერს თუთბერიძე facebook-ის გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ თეა თუთბერიძემ ვანო მერაბიშვილი რუსეთის სპეცსამსახურთან ურთიერთობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ დიმიტრი შაშკინი ვანო მერაბიშვილის კადრია, ხოლო ციხეებში წამება შაშკინის მინისტრობის დროს დაიწყო. ამ განცხადების საპასუხოდ სასჯელაღსრულებისა და თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თეა თუთბერიძეს ურჩა ფსიქიატრებს მიმართოს.
--------------------
„სამყარო პირველად იყო მოთავსებული მუხუდოს მარცვალში, მარცვალი შემდგომ აფეთქდა, დაიწყო ნივთიერებათა გარტყორცნა და დღეს ჩვენ ვიმყოფებით გატყორცნის სტადიაში, ხოლო სააკაშვილი სუპერ გატყორცნის სტადიაშია თავისი ქვეყნიდან, ხალხიდან" (c) შალვა ნათელაშვილი
|