დღეს გავიგე სააკაშვილს შეუწყალებია ონის რაიონის სოფელ ღარში მცხოვრები თემურ ჯელაძე რომლმაც
მეუღლეს ყელი გამოჭრა
პ.ს.
2012 წლის 1 ოქტომბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით პრეზიდენტმა სააკაშვილმა განსაკუთრებით საშიშ დანაშაულში ბრალდებული პირების შეწყალება ინტენსიურად დაიწყო.
პრაიმერი ექსკლუზიურად იწყებს მიხეილ სააკაშვილის მიერ შეწყალებული პატიმრების სიის გამოქვეყნებას.
ირაკლი მალხაზის ძე კეჟრიშვილი, დაბადებული 1979 წელს, მსჯავრდადებული თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 22 ნოემბრისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 5 ივლისის განაჩენებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და მოსახდელად დარჩენილი საპატიმრო სასჯელი გაუნახევრდეს; (მოკლე ფაბულა) 2005 წელს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დანით მოკლა კ. ნარიმანიძე. სასჯელის დასაწყისი: 02.01.05 წ. სასჯელის დასასრული: 02.01.15 წ. შეწყალების აქტით გაუნახევრდა 04.12.2012 წელს.
როლანდ სერგოს ძე ხალათოვი, დაბადებული 1982 წელს, მსჯავრდადებული თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 29 ივნისის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით და განთავისუფლდეს საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდისაგან; (მოკლე ფაბულა) რესტორან ბაღდათში ჩხუბისას 5-ჯერ დაარტყა დანა გულმკერდში და მუცელში ს. ლიპარტიას. სასჯელის დასაწყისი: 06.05.09 წ. სასჯელის დასასრული: 06.05.16 წ. შეწყალებულ იქნა 04.12.2012 წელს.
პავლე გიორგის ძე ბურდული, დაბადებული 1971 წელს, მსჯავრდადებული თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 10 თებერვლისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 2 მაისის განაჩენებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და მოსახდელად დარჩენილი საპატიმრო სასჯელი გაუნახევრდეს; (მოკლე ფაბულა) 07.04.05 წელს რესტორან `ჯაზუში~ დანით ოთხი ჭრილობა მიაყენა და მოკლა ქ. ქაშაკაშვილი, დაკავებულ იქნა ტაშკენტის მილიციის მიერ. სასჯელის დასაწყისი: 19.02.11 წ. სასჯელის დასასრული: 19.02.24 წ. შეწყალების აქტით გაუნახევრდა ორჯერ 12.11.12 წელს და 28.12.2012 წელს.
http://www.geworld.ge/ViewGE.php?G=5029&la...vlHpCc.facebook