კი, ხედვა ნამდვილად აქვთ...
კაციჭამიობის მდგომარეობიდან ეგრევე სიჩმორემდე აყვანილი ლიბერალიზმის ლიანდაგებზე გადაგრიხინებას თუ გულისხმობ

პატიმრები რეჟიმის ინსპექტორებს რომ ოჯახს აგინებენ, ციხის ექიმებს ხალთებს ახევენ და თავში უტყაპუნებენ,
კონტროლიორებს პანღურებს ურტყამენ, დაცვის ჯარისკაცებს კოშკურაზე ქვემოდან რომ დედას აგინებენ,
ბადრაგს არ ემორჩილებიან და ყოველ მეორე სტანდარტულ ადმინისტრაციულ ზომაზე საჩივრებს წერენ წიპა
"ამა და ამ ოფიცერმა სერიოზული სახით წკიპურტი ჩამარტყა" _ იქ უკვე სერიოზულ პრობლემებს აქვს ადგილი.
თან იმდენად სერიოზულს, რომ სავარაუდოდ ასეთი რაღაცეების დაგროვების მერე ციხის თანამშრომლების მიერ
ცემაში მოკლული პატიმრის საქმის ე.წ. "გახსნა" ვეღარ გააუმჯობესებს საერთო ამინდს.
რითღა იქნებიან ნაცებზე უკეთესები, თუ ძალადობის და სიკდილიანობის ხაზი გაგრძელდება?
იმით რომ ხელს არ დააფარებენ და დასჯიან? არიქა, ბრავო!...
ხელის სხვაგან მისიფარებლად აქვთ უკვე საქმე, რომ ის ცოცხლები პატიმრებმა აქეთ არ გაუკეთონ.
თვითონ პრეცედენტი უნდა აღიკვეთოს შიდა დარღვევებისა, თორემ გამოძიებას კი ნუ დაამადლიან ხალხს
და რაც ისედაც ევალებათ, იმის კეთებით გმირობას არ უნდა იწერდნენ.
სასჯელაღსრულებაში მომუშავე ყველა თანამშრომელი, ვისაც კი ვიცნობ, დაახლოებით ასევეა განწყობილი.
უფრო ნაკლებადაკადემიურ ენაზე რომ ვთქვათ _ "პატიმრებმა თავზე გადაიჯვეს".
რავიცი, ღმერთმა ქნას მაინც შეძლონ და დააბალანსონ ეს სიტუაცია, მეც ეგ მინდა და ვგულშემატკივრობ.
ჩასაფრებული ნაღდად არ ვართ მგონი არავინ. დაჟე ნაცებიც გამოსწორდნენ მგონი ამ მხრივ.
მაგრამ ამ მინისტრით და ამ მოცემულობით _ რაღაც მეეჭვება.
ფაქტია რომ ჯერ ფუნდამენტალური პრობლემებია გადასაჭრელი და მერე ასეთი მეორე-მესამე ხარისხის საკითხები, რაზეც ეს თემაა.
პატიმარი რომ პანღურს ამოგარტყამს, იქ მერე გინდა ამპულები თვალე, გინდა ლუმინალი არიგე,
გინდა სკანდინავიურ ქვეყნებს დაედარე და გინდაც ზიმბაბვეს.
კაპიკია მუშაობის და მით უფრო შედეგის ფასი