პირველად რომ დავინახე მოწყენილი, ცივი სახით მოემართებოდა ჩემსკენ, თვალები დაბლა დახრილი, არაფერი ახარებდა, უნდოდა ტირილი ბევრი ტკივილისგან, მაგრამ თავს იკავებდა, რომ გავიცანი გამიღიმა ნაძალადევად რომ ცუდად არ გამოსვლოდა, მაგრამ მაშინვე ვიგრძენი ტკივილით გამოწვეული სიცივე ...
გავიდა დრო და ჩვენ ისევ შევხვდით ერთმანეთს, ამჯერად გაბრდღვიალებული სახით, იმის მიუხედავად წარსულის ტკივილები კვლავ უჭამდა ნერვებს მაგრამ მე სხვანაირად შემხვდა, მზიანი დღე იყო, ზაფხულის, მისი ამინდი იყო თბილი და ტკბილი, მეც მასთან შესახვედრად სხვა შემართებით მივდიოდი, ყველაფერს კარგად ვამოწმებდი ხომ კარგ ფორმაში ვიყავი რომ თავი მომეწონებინა, ალბად ეს ჩემი მცდელობა გაპრანჭვის მისთვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა და ისე მიცინოდა ვერც გავიგე დამცინოდა თუ დააფასა ჩემი მცდელობა თავის მოწონების

შემდეგ დავახლოვდით და ერთად ბედნიერები ვიყავით, გიჟებს ვგავდით, ყოველთვის ვაფრენდი მასთან, ყოველთვის ათას სისულელეს ვიგონებდი რომ ჩემი შეურაცხადი საქციელით გვეხალისა, კისერზეც კი მიტრიალია, თავზე დავმდგარვარ, მიმღერია, სიურპრიზები, საჩუქრები, უამრავი ტკბილი მოგონება, სეირნობა ქუჩებში, დაქანცვამდე ცეკვები, ერთად დათრობა, ის ჩემს ცხოვრებაში შემოვიდა ადამიანად ვინც მე გამაბედნიერა და ვისთვისაც ვცდილობდი ეს ბედნიერება გაორმაგებულად დამებრუნებინა, მისი ბრიალა თვალები მე სიცოცხლის შუქს მაძლევდა, მისი ანთებული სახე, მისი მოციმციმე თვალები ეს ყველაფერი ჩემზე სიცოცხლის ელექსირივით მოქმედებდა, ნარკოტიკად მექცა მისი ციმციმი, მისი სიცილი, მისი მოფერება, ხვევნა და ტკბობა, შევისისხლხორცე ...
გავიდა ხანი და თანდათან პრობლემები წამოვიდა, როგორც გარეთ, ასევე ურთიერთობაში, გავიდა ხანი და ის მოციმციმე სახე თანდათან ჩაქრა, თანდათან წარსულს მიეცა მისი გაბადრული სახე, მისი ანთებული ნაკვთები, თითქოს სიბნელე ჩამოწვა, თითქოს სხივები სადღაც გაქრა, მხოლოდ აცრემლებული თვალები და გულიღა დარჩა იმ სიყვარულისგან რაც ესე ძლიერ გვავსებდა ორივეს ...
ბევრი პრობლემა შემოიკრიბა ჩვენს გარშემო და ვგრძნობ როგორ მიყავს წარსულში ის განათებული და აციმციმებული გაბადრული ნი , მე ვიწყებ ახლიდან ყველაფერს, ვიწყებ ყველაფრის კეთებას რომ მე ჩემი აციმციმებული ნი დავიბრუნო, ბევრჯერ ვატკინე გული, ბევრჯერ მივაყენე შეურაწყოფა რასაც არ იმსახურებდა, ზოგჯერ გამიჭედია იმაზე რაც თვითონაც ტკიოდა და აწუხებდა, იმის მაგივრად რომ გვერდში დავდგომოდი, იმის მაგივრად რომ მენუგეშებინა, ვუმწვავებდი ...
ვიცი რატოც მინელდა მისი შუქი თვალებში და რატო აღარ არის ისეთი ბედნიერი როგორც ადრე, ყველაფერს ვიზავ რომ ისევ ის ნი დავიბრუნო, ვისთან ერთად ყოფნაც მე სიამაყით მავსებდა, ვისთან ერთად ქუჩაში გავლაც მე თავდაჯერებულებას მმატებდა, ვისითაც მე ვამაყობდი და ვინც მე მაბედნიერებდა
იმდენად ჩამითრია პრობლემებმა, რომ მას ჩემი ყურადღება მოაკლდა