ანუ საუბარია იმაზე,რომ ოცნების კანდიდატი უნდა იყოს?
სახელს და გვარს არ აქვს მნიშვნელობა.
რა ხდება ნაციონალების კანდიდატის შემთხვევაში?
იქ პირიქითაა,ბაქრაძე პიროვნულად ლიდერობს და სჯობს დანარჩენ ნაცკანდიდატებს.
ბურჯანაძეც პიროვნულად განიხილება და არა სახალხო კრების წარმომადგენლად..
ზურაბიშვილიც ასევე და სხვებიც..
ერთადერთი მარგველაშვილია კოალიციის რეიტინგს ამოფარებული..
თუმცა მისმა გაკანდიდატებამ ბევრი შიდა დაპირისპირება გადაფარა..ბიძინამ კარგად გათვალა ეს.მას ჯერ არ სჭირდება კოალიციური ინტრიგები,თუმცა დასჭირდება სამომავლოდ..
იქნება თუ არა მეორე ტური?
მეორე ტური უფრო გააკეთილშობილებს და უფრო გაადემოკრატიულებს პროცესს..
მაგრამ ქართველი ამომრჩეველი უკიდურესობების მოყვარულია..
ოცნების რეიტინგმა შესაძლოა დაიწია,მაგრამ არა იმდენად,რომ ვერ გაიმარჯვოს საბოლოოდ..
ვინ იქნება მეორე? ეს უფრო აღელვებს მავანს..
თუ ბაქრაძე იქნება მეორე,ეს ნიშნავს ნაცმოს მზაობას გაპირველებისათვის კოალიციის სავარაუდო დაშლის შემდეგ,თუმცა ეს საფრთხეც ახანგძლივებს გარკვეულად კოალიციის ერთიანობას..
საკითხავია სადამდე...
შეიძლება სამყაროში შენ მხოლოდ ადამიანი ხარ,მაგრამ ვიღაცისთვის-მთელი სამყარო.(c)გაბრიელ გარსია მარკესი