წერილი ჭორვილიდან: ბორია, იცი შენ, გლახა რჩევას არ მოგცემ მე, შენი კარგიდაკეთილი მინდა...
კაცო, იმ დღეს საწყალი ზინაიდას გასვენებაში ვიყავი, ბევრი რო იტირეს, რა აღარ დაატირეს და მერე სეფაში, სოფლის განაპირას კაი ხვავიანი პურ-მარილი რო გაშალეს და ქერო ქიშმიშიანიფლავი მეიტანეს, ა, მაშინ გედევეყარე ამ წერილის ავტორს. ისთე, შემთხვევით, რაღაცნაირად გამევიდა ეს ყველაფერი და როცა მე ჩემი ვთქვი, იმან - თავისი ეს წერილი გადმომცა და ქე ვაქვეყნებ აქვე...
წერილი ჭორვილიდან!
ბორია, ბიჭო, ზინაიდა ხო გახსოვს შენე, კაი მეწეველი ძროხა რო ყავდა, რაც მე და შენ ბოვშობაში იმ საცოდავი ძროხის რძისგან ამოყვანილი ყველი გვიჭამია, ეე, იმდენი ასდოლარიანი მამცა ახლა, ქე გევისტუმრებდი ამ ჩემისგადანგრეულ კრედიტებს...
გეიგონე რა ვთქვი?
იმას გეუბნებოდი, ზინაიდა ხო გახსოვსთქვა შენ... მიაკვდა პატრონს საწყალი. იმ დღეს დაასაფლავეს, ქერო სასტიკად წვიმდა აქ, მარა ეს შენ საიდან გეცოდინება, კი ხარ ჩაფლული მაგ შენ გადარეულ საქმეებში და აღარც კადრულობ ზარის გამოშვებას...
ასეადატყვილს ვერ ვიტყვი
ხოდა, ვარ ახლა გაგნარული ზინაიდას სატირალში და მოაქვთ ჩემო ბატონო, აქ ლობიო, ამოლესილი, იქ ჭადი ცხელ-ცხელი, წნილი, ყველი, კაი იმერული ღვინო და რა გვინდა მეტი ჩვენ? ვხვრიპავთ ამ შოთიას ღვინოს და ვამბობთ ზინაიდას სულის მოსაგონარს...
საწყალი...
ე, მაშინ გევიცანი ალიოშა წერეთელიც... ჩემ პირდაპირ არ იჯდა თურმე? ხოდა, ყვება ახლა ალიოშა ერთი წერილი დავწერე და გამოვაქვეყნეო, დიდი კაცი გამხდარა თურმე და მემივიდა თავში ეს აზრი.
კი გოუზიარე იქვე...
ალიოშას ვუთხარი, შენ ახლა ორი მინუტით მოიცადე, მე ხელათ გავაშვანშალებ წერილს და თუ მართლა დიდი კაცი ხარ, გედეეცი ჩემ ბორისთქვა, მარა მესადვნახულობმაგჩემალალას თუ გინდაწევიღებთბილისშიდაგამოგიქვეყნებო რო მითხრა - დევეთანხმე ძამია.
რამექნა აბა
ბორია, დევიწყებ მაშინ სათქმელს, მარა წინასწარ გეუბნები ნუ გეწყინება იმიტო რო ჩვენ რო გვეწყინა და გვაწყენინე, იმ შენი ყეყეჩური ამბებით, იმისთანა უნდა წყენა და გლახა ამბავი.
მედევივიწყებთუგინდამარადეივიწყებსხალხი?
ჯერიყოდა გვარი გედეიკეთე, „ივანაშვილი“ იუკადრისე და „ივანიშვილად“ მეგვევლინე, ბორია, ბიჭო მე თუ ივანაშვილი ვარ, რა არი მერე, ჩვენი სოფლის გამგებელი მწყევლის თუ?
ესისე...
კაი, სხვა ვთქვათ... რო შეყარე ათასმინდორზეგადამხტარი ხალხი მაქანე, მაგ შენ პარტიაში, არ იცი ეგენი რა ხვითოებიც არიან?
წამოგაჯდნენ ხო მაგ მილიონიან კისერზე? გწუწნიან ნელა ხო? გწველიან ხო შე საწყალო. არა საწყალი არ ხარ, რაც შენ ფული გაქ იქიდან ვუბნობ მარა, რატო გვარცხვენ და გვჭრი თავს ეს გაქალაქელებული კაცი ამ სახტადდარჩენილ საჩხერელ გლეხობას?
კიდეესგვინდაჩვენე?
კიდე სხვა ვთქვათ: მეხვედი პოლიტიკაში, მეხვედი, კი ბატონო, ჩემი თავი შენ გენაცვალოს, მარა გაზს რო აძლევდი უკაპიკოდ საჩხერლებს, რატო შეუწყვიტე? რატო აღარ უხურავ ამ შენი ფერადი კრამიტით სახლებს? ჰა? გეკითხები და გემეცი პასუხი... ფული შემოგაკლდა? - არა. საჩხერლებმა იმდენი ფული იშოვეს რო შენი დოლარები აღარ უნდათ? - არა. გითხრა ვინმემ აღარ მისცე უფასო გაზიო? - არა. აპა რატო გადეუკეტე?
გაძუნწდივითომ?
კაი, კიდე სხვა ვთქვათ: კიგემახსოვრება, ბორია, ერთად გევიზარდეთ, რაც ჩვენ ტალახში გვიგორავია, ჭორვილის მდელოზე, აუუუჰ... მერე წეხვედი მასკვაში, გეიცანი იქ ვინცხები და იშოვე მილიარდები, ბიჯო, ეგ მილიარდები რო იშოვე ვერ წამეიღე საქართველოში?
მარარასიფიქრებდიამასხო?
როწამეგეღო იფული, ახლა ხო ვეღარ გეიძულებდა პუტინი პოლიტიკაში ჩეერთე და მიშას დოუპირისპირდიო? რაღა ჩემფეხებს გეტყოდა იშენიფული რუსეთში რო არ გქონდეს?
ვერაფერს...
შეცდი ძამიაა? ვინ არ შემცდარა. გევიგებდი მაგასაც, მარა იმილიარდებს უნდაგადააყოლო ახლა ეს ქვეყანაი? მეიხადე ბოდიში და სტკიცე უარი იშენპუტინს, უთხარი არმინდა ედედაარღნიანი პოლიტიკა, არ ვიცი, ვერ ვერკვევითქვა და თანაც ჩემ ხალხს როგორ დოვუპირისპირდე რაც მე სიკეთე მაქ გაკეთებული ახლა ყველაფერი წყალში როგორ გადავყარო და შენ რატო გემსახურო შენ მოგიხანი იშენი ნაკვეთი-თვა. ეტყვი ამას?
გეკითხები და გემეცი პასუხი!!!
გოუბედავ ამდენს? ვიცით ჩვენცე, ეს რო გოუბედო არავინ მოგაშავებს ირუსულ მილიარდებს, მარა არ წოუღია წყალს ფული და ოქროი მაშინ, როცა ჩემი სოფელი, ჩემი რაიონი, ჩემი ქალაქი და ჩემი სამშობლო ამას მოითხოვსთქვა - უთხარი ესეც!!!
ბორია, იცი შენ გლახა რჩევას არ მოგცემ მე, შენი კარგიდაკეთილირო მინდა, იმიტო მოგახალე პირში ესთე, თუ არა, მად რო გყავს ფულიჭამია ხალხი, ისინი არ გეტყვიან ამას - ისინი ათას მინდორზე ხო არიან გადამხტარი და კიდე ათასზე გადახტებიან რო მოინდომონ! მე შენ მენანები ჩემო ბორია, ახლა ალიოშა მაჩქარებს, მალე დაწერე ბიჯო, რას წერ ამდენსო, მეძახის და რა მინდა იცი გითხრა ძამია? ბორია, ჩამეირბინე ჩვენსას და გეტყვი დანარჩენსაც. ახლა კი წევედი!!!
აბა ჰე, შენი უშანგი ივანაშვილი
http://presa.ge/new/?m=blogs&BAID=27&BID=166