არეშიძე: კბილაშვილმა FBI-ს ჟვანიას მკვლელობაში სააკაშვილის მონაწილეობა დაუმტკიცა
14:09 06.08.2013
ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე მიიჩნევს, რომ აშშ-ში ვიზიტის დროს არჩილ კბილაშვილმა FBI-ს ზურაბ ჟვანიას მკვლელობაში მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობის დამადასტურებელი სამხილები წარუდგინა.
"კვირის პალიტრაში" ექსპერტის ექსპერტის მიერ გამოთქმული მოსაზრებით, სწორედ ამის შემდეგ გააქტიურდა კონდოლიზა რაისი, რომელიც, მისივე ვერსიით, ე.წ. ნეოკონსერვატორების ჯგუფის წარმომადგენელია, რომლის წევრებისთვისაც პროექტი "სააკაშვილი-ნაციონალური მოძრაობა" სასიცოხლოდ მნიშვნელოვანია.
არეშიძე თვლის, რომ სწორედ კონდოლიზა რაისმა გადასცა საქარტველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას ამ ნეოკონსერვატორთა გზავნილები, ამიტომაც მიაჩნია, რომ სააკაშვილი აუცილებლად დაისჯება, მაგრამ როგორ და რა ფორმით, ეს არ იცის:
"ჩემი აზრით, ჟვანიას საქმის გამოძიება კარგა ხანია დამთავრებულია, ვიზიტის (საუბარია აშშ-ში არჩილ კბილაშვილის ვიზიტზე, - "ნიუპოსტის" შენიშვნა) მიზანი იყო, კბილაშვილს წარედგინა დამამტკიცებელი საბუთები, რომ ჟვანიას მკვლელობაში უშუალოდ სააკაშვილია დამნაშავე. აშშ-ის ზოგიერთ წრეში თავგამოდებით იცავენ სააკაშვილს.
არ უნდათ, თავიანთი პროექტი კრახით დამთავრდეს და სურთ სააკაშვილი, რომელიც მათ თვალშიც დისკრედიტირებულია, მშვიდობიანად წავიდეს პოლიტიკიდან, რომ ამ პროექტის ამერიკელ ავტორებს საყვედური არავინ უთხრას. ის პირები, რომელთათვისაც მნიშვნელოვანი იყო პროექტი: "სააკაშვილი - "ნაციონალური მოძრაობა", კბილაშვილის ამ ვიზიტის შემდგომ ძალიან გააქტიურდნენ. კონდოლიზა რაისის გააქტიურებაც ამის მანიშნებელია. როდესაც კბილაშვილმა უტყუარი მტკიცებულებები წარადგინა ჟვანიას მკვლელობაში სააკაშვილის მონაწილეობაზე, ნეოკონსერვატორები აფორიაქდნენ, ვინ შეიძლებოდა ქართული მხარისთვის მიეგზავნათ და კონდოლიზა რაისი შეარჩიეს. მრჩება შთაბეჭდილება, რომ რაისმა ქართულ დელეგაციას გადასცა ამერიკული პოლიტიკური ინსტებლიშმენტის გზავნილი. ხელისუფლება სააკაშვილს ვერ მისცემს მშვიდად ყოფნის საშუალებას.
აქედან გამომდინარე, შეთანხმდებიან განსაზღვრულ ჩარჩოებში მოქმედებაზე. სააკაშვილი დაისჯება, მაგრამ როგორ, არ ვიცი", - აცხადებს არეშიძე "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში.
http://www.newposts.ge/politika/17499-ares...shvili-fbi.html
"არ შეიძლება კომპრომისზე წასვლა იმ ადამიანებთან, რომლებიც სულისა და ღმერთის არსებობას უარყოფენ!"
"არსებობს ამ ქვეყნად მშვიდობაზე მეტი ფასეულობა - თავისუფლება!"-რონალდ რეიგანი.
გამიშვით! ვიჯდე, მე ჩემს ჭაობში!
ჩემი ჭაობი თქვენზე სუფთაა!...